"ორივე მიმართულებით გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ სრულდება წინა საარჩევნო დაპირება. წინასწარი მონაცემებით, რომლებიც ოფიცილაურად ხვალ გამოქვეყნდება 60 ზე მეტი ქართული კომპანია იქნება დაშვებული რეგისტრაციის პროცესში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელებიდან, ასევე დადებითი პასუხია ხილისა და ბოსტნეულის მიმართულებით და მიღწეულია პრინციპული შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს.
დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური საკითხები სერთიფიკატების შეთანხმებისა. ასევე დასმულია მესამე საკითხი, რომელიც ეხება თურქული პროდუქციის ამ შემთხვევაში ხილისა და ბოსტნეულის ტრანზიტს საქართველოს გავლით რუსეთის ტერიტორიაზე.
ჩვენი მოლოდინით ეს მოლაპარაკებები ზაფხულისთვის უკვე დასრულებული უნდა იყოს და ჩვენი პროდუქციის ნაწილს ალბათ ექნებათ შესაძლებლობა უახლოეს ვადებში გავიდეს რუსულ ბაზარზე".-განაცხადა კირვალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






