ახალბედა მწერლებმა- ნინო ჭინჭარაულმა, ქეთი მათითაიშვილმა, თემურ ზოიძემ, გიორგი ახალკაციშვილმა, ქეთა ბაღაშვილმა, მანანა ვეკუამ და თამარ სხილაძემ საკუთარი შემოქმედება აუდიტორიას გააცნეს.
საღამოს ბავშვთა და ახალგზარდობის ეროვნული ცენტრის, სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე და თავად კონსულტანტი დათო ტურაშვილი უძღვებოდნენ. „პროზა გარკვეულ ასაკს და გამოცდილებას ითხოვს. ნამუშევრების შერჩევისას გავითვალისწინე მათი ნიჭი, სითამამე და პოტენცია. ადამიანები ვინც ლიტერატურას ქმნიან მუდმივად სჭირდებათ თანადგომა და ამისთვის მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს. “- აღნიშნა მწერალმა.
ღონისძიებას ცენტრის უფროსთან, გიგა გაბელაიასთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა. საღამომ თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.
"ფანARTის" მომდევნო დღე ფოლკლორს დაეთმობა. კონსულტანტმა სვიმონ ჯანგულაშვილმა საკუთარი არჩევანი შემდგომ ანსამბლებზე შეაჩერა: საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლი „იავნანა“;
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლი;
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ფერხისა“;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის ანსამბლი;
გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი
„ივერთა“;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი „დეკა“.
მასალის გამოყენების პირობები






