იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავები დავით ლორთქიფანიძისა და თამაზ მეჭიაურის განცხადებებით არ დაინტერესდებიან, არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ დეპუტატების დაკითხვის მოთხოვნით პროკურატურას თავად მიმართონ.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ უმრავლესობის წარმომადგენელთა კომენტარები ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველს რეალურად აჩენს.
კამპანი „ეს შენ გეხებაში“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს თბილისის ყოფილ პროკურორს, მაია მწარიაშვილს ხვდებიან. სამოქალაქო სექტორში იმედოვნებენ, რომ ამ ტიპის დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით მწარიაშვილისგან კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებენ.
„საინტერესო იქნება პრაქტიკული გამოცდილების მქონე ყოფილი პროკურორი როგორ ხედავს გამოძიების მიმდინარეობას, იმ შესაძლო ხარვეზებს ან სირთულეებს, რომელიც გამოძიებას შეიძლება ახასიათებდეს, ვეცდებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია საგამოძიებო რესურსების, შესაძლებლობების, ტაქტიკის შესახებ“, - აცხადებენ მესამე სექტორში.
მასალის გამოყენების პირობები






