ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე
საზოგადოება - 15:33, 28 Mar, 2016     1592

2016 წლის 28 მარტს, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში,„2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ“ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ანგარიში მოიცავს გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, კანონმდებლობაში განხორცილებული ცვლილებების ანალიზსა და პრაქტიკაში მათი გამოყენებისპრობლემატიკას, ასევე სხვადასხვა უფლებათა დარღვევის შემთხვევებსა და სამართლებრივ შეფასებებს.

ანგარიშში მიმოხილულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა მართლმსაჯულება საქართველოში და პოლიტიკურიმოტივებითმიმდინარესისხლისსამართლისსაქმეები. დოკუმენტში განხილულია როგორც ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერების მიმართ წარმოებული ცალკეული საქმეები, ასევე ასახულია ის მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებსაც გამოთქვამენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ოფიციალურ შეფასებებსა და დასკვნებში. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების საქმეს, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონტიტუციურად სცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. ასევე აღსანიშნავია საჯარო მოხელეებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი დევნის არაერთი კონკრეტული შემთხვევა, განსაკუთრებით შვიდი თვის ორსული, თეონა ტაველიშვილის სამსახურიდან განთავისუფლება მის მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოხატვის გამო.

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საქართველოში გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებს და განხილულია ის უარყოფითიტენდენციები რომლებიცდაფიქსირდაშეკრება-მანიფესტაციისუფლებაშისახელმწიფოსარამართებულიჩარევისა და პოლიტიკური ოპონენტებისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით;

ანგარიშში ასახულია თანასწორუფლებიანობის დაცვის და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დააკავშირებული საქმეები, სადაც იკვეთებასახელმწიფოს მიერ საკუთარი პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების არასათანადო შესრულება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სხვადასხვა მოწყვალი ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები, რასაც ანგარიშში სპეციალური თავი ეთმობა.

დოკუმენტში მიმოხილულია სეკულარიზმის წინაშე არსებულ გამოწვევები, სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიერ სახელმწიფო პოლიტიკაზე (მათ შორის განათლების სისტემაზე) არსებულ მზარდ გავლენაზე, რითაც უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციითდამკვიდრებულირელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი.

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა და ბუნებრივია ანგარიშშიც ჰპოვა ასახვა მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წარმოებულმა პროცესებმა. დოკუმენტში განხილულია სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სამაუწყებო კომპანიებზე და განსაკუთრებით რუსთავი 2-ზე განხორციელებული ზეწოლა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, მათ შორის სასამართლო დავა კომპანიის წილებთან დაკავშირებით, რაც სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებამ მედიის თავისუფლების საფრთხედ აღიქვა;

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ოჯახურიძალადობისა და ქალთა უფლებების საკითხებს, მათ შორის მიმოხილულია ოჯახში ძალადობისა და მის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის ცალკეულისაგანგაშოფაქტები,სასჯელაღსრულების სისტემას და პატიმართა უფლებებრივი მდგომარეობას, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს,რომლებზეც სახელმწიფოს არაადეკვატური რეაგირება ჰქონდა,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და სხვა.

ანგარიშის ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42