დეპუტატმა "ნიუპოსტს" განუცხადა, ძმასთან ერთად გაქურდეს მისი ნათესავები. დეპუტატის ინფორმაციით, გაქურდულია ავტომობილი, წაღებულია ნოუთბუქი და ტექნიკა.
„ვიცი, რომ შსს-მ გამოძიება ქურდობის ფაქტზე დაიწყო, თუმცა ჩემი ძმის ოჯახი დააყაჩაღეს. ჩემმა ორსულმა ძმისშვილმა შენიშნა, რომ ნიღბიანი ადამიანი იყო მოსული. როდესაც ნიღბით არის ადამიანი მოსული და ოთახში ხმლით გადაადგილდება ეს არის ყაჩაღობა. გარდა ამისა, კიდევ ორი ოჯახი არის გაქურდული. ჩემი ნათესავის "ოპელის" მარკის ავტომობილია მოპარული. ასევე მოპარულია ფული, ნოუთბუქები და ტექნიკა. ქურდმა უშუალოდ ჩემი ძმის სახლიდან ლეპტოპი და ხმალი მოიპარა“ -განაცხადა "ნიუპოსტთან" საუბრისას დუმბაძემ.
დეპუტატი აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიმინალური ფაქტები მომრავლდა. მისი თქმით, გასულ ზაფხულს მას ველოსიპედი მოპარეს.
სოფელ ქვედა სამებაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
როგორც "ნიუპოსტს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება ქურდობის სამ ფაქტთან დაკავშირებითაა დაწყებული. ესენია მანქანის მოპარვა, სახლიდან საოჯახო ნივთების წაღება და ავტომობილიდან ფულის მოპარვა.
მასალის გამოყენების პირობები