ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ელექტრონული ლიცენზირება და ანგარიშგება
საზოგადოება - 11:29, 28 Mar, 2016     926

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან ერთად, ელექტრონული ლიცენზირების პროგრამა შეიმუშავა, რომლის საშუალებითაც ლიცენზიის მაძიებლებს და მფლობელებს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურები გაუმარტივდათ. ლიცენზირების ახალი პროგრამის პირობები საზოგადოებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო და ბიზნეს პორტალის პირველ მომხმარებლებს სიმბოლურად ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო მოწმობა გადასცა.

ახალი პროგრამის მიხედვით, ლიცენზიის მაძიებლებს და მფლობელებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მიღება, გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა, ასევე 1 აპრილიდან 1 მაისამდე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლები და ლიცენზიის მფლობელები ბიზნეს პორტალის საკუთარ გვერდზე მიიღებენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს და წერილებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიების გაცემასთან, გაუქმებასა და მასში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც დამატებით ეცნობებათ საკუთარ ელ. ფოსტაზე და მოკლე ტექტური შეტყობინებით;

ლიცენზიის მფლობელებს ბიზნეს პორტალის საკუთარ გვერდზე ექნებათ ერთიანი ბაზა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების პროცედურებთან დაკავშირებული საქმის წარმოების შესახებ;

სიახლის მიზანია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის ეფექტურობის გაზრდა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან ონლაინ რეჟიმში საშუალება ექნებათ ისარგებლონ სააგენტოს ელექტრონული სერვისებით და მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო და ფინანსური რესურსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42