ანდრი კუზმა: ჰუმანითი ბაზარზე დამატებით 200 მედიკამენტს შემოიტანს
საზოგადოება - 12:18, 27 Mar, 2016     1199
ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება. სააფთიაქო ქსელების დიდმა ნაწილმა გასულ კვირას მორიგი ფასდაკლების შესახებ განაცხადა და ეს ფაქტი ლარის გამყარების პროცესს დაუკავშირა.

ექსპერტთა ერთი ნაწილი გამძაფრებულ კონკურენციას ბაზარზე ახალი ძლიერი კომაპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას უკავშირებს. ჰუმანითის მიერ ბაზარზე იაფი პრეპარატების შემოტანამ მართლაც გამოიწვია მედიკამენტების ფასების კლება. იმის შესახებ, თუ განვითარების რა სტრატეგია აქვს კომპანიას და როგორ უყურებს კონკურენტების მიერ ფასების შემცირების პოლიტიკას, გვესაუბრება „ჰუმანითის“ გენერალური დირექტორი ანდრი კუზმა.

– ბატონო ანდრი, ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ თქვენი კომპანიის მიერ შემოტანილი პრეპარატები მართლაც 30–50 %–ით იაფია ანალოგებთან შედარებით. ამ ფონზე, რასაც ლარის გამყარების ტენდენციაც ემატება, წამყვანი სააფთიაქო ქსელები დამატებით ფასდაკლებას აცხადებენ რამდენიმე ასეულ პრეპარატზე. რა მოლოდინი გაქვთ, რა ვითარება ჩამოყალიბდება საბოლოოდ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, შენარჩუნდება თუ არა მედიკამენტებზე ფასების კლების ტენდენცია?

– ჰუმანითი საქაართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმით არის შემოსული. ჩვენ არ ვართ ორიენტირებულები მოკლე დროში ზემოგებების მიღებაზე. ჩვენს ბიზნეს–ფილოსოფიაში უდიდესი ადგილი უჭირავს სოციალურ ფაქტორს. ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში მოვამარაგოთ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით. ამას მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად, ჩვენი ბიზნეს–გეგმის შესაბამისად, ვასრულებთ, უკვე შესულია ბაზარზე ჰუმანითის კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, ანტიფუნდალური, ანთების საწინააღმდეგო–ტკივილგამაყუჩებელი, გაციების საწინააღმდეგო, გასტროენტეროლოგიური, ანტიჰისტამინური და ანტიბიოტიკური ჯგუფების პრეპარატები. უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგვაქვს კიდევ 200 დასახელების პრეპარატი, რა თქმა უნდა ისინიც გაცილებით ხელმისაწვდომი ეღირება ანალოგებთან შედარებით. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის კვალდაკვალ, მოსახლეობა კარგად იგრძნობს, რომ ფასები მედიკამენტებზე შემცირდა.

თქვენ მეკითხებით, რა რეაქცია აქვთ ჩვენს პოლიტიკაზე კონკურენტებს. ვფიქრობ, ამ კითხვის ადრესატი ჩვენი კომპანია არ უნდა იყოს. შემიძლია მხოლოდ ერთი ვთქვა, რომ დღემდე ბაზრის ფიგურანტებთან გვაქვს კოლეგიური და თანამშრომლური ურთიერთობა. ეს საჯაროდაც გამოიხატა კიდეც, როცა პრაქტიკულად ყველა სააფთიაქო ქსელმა კარი გაუღო ჰუმანითის პრეპარატებს. მე იმედი მაქვს, რომ გახსნილობის ეს პოლიტიკა მომავალშიც შენარჩუნდება და ურთიერთობისას რაიმე მიუღებელ ხერხებს, მაგალითად, როგორიცაა პრეპარატების ხელოვნური შეზღუდვა/დამალვა მომხმარებლისთვის და სხვა, ადგილი არ ექნება.

რა თქმა უნდა, მედიკოსებთან და მთლიანად საზოგადოებასთან ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ მათთვის ბოლომდე ცნობილი გახდეს ჩვენი პრეპარატების ფარმაკოლოგიური თვისებები, რათა ადგილი აღარ დარჩეს სკეპცისიზმისთვის. ჩვენ გვსურს დავამტკიცოთ, რომ ხარისხიანი და ეფექტიანი მედიკამენტები არ არის აუცილებელი, რომ ძვირი ღირდეს. მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

– როგორ შეაფასებთ გარემოს, რომელიც შექმნილია სამედიცინო, კერძოდ ფარმაცევტულ სექტორში. რამდენად ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანია იგი?

– ბაზარზე შემოსვლამდე, ცხადია, შევისწავლეთ არსებული ვითარება. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ჯენერიული მედიკამენტების ბაზრისთვის საკმაოდ სერიოზული ნიშა არსებობდა და გრძელვადიანი გათვლით სავსებით შესაძლებელი იყო ბაზარზე დამკვიდრება და მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პრეპარატების შეთავაზება.

რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ პატივს ვცემთ ბაზრის ყველა მონაწილე და მივესალმებით ფაქტს, რომ მათ შეძლეს და გამონახეს საშუალება და მედიკამეტებზე ფასები დასწიეს. საქართველოში მედიკამენტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით ვითარება სასიკეთოდ იცვლება.

აქ მთავარი კიდევ სხვა მომენტია, – ფაქტია, საქართველოში სახელმწიფომ შეძლო და შექმნა ისეთი გარემო და პირობები, როცა შესაძლებელია ამა თუ იმ კომპანიამ დასახოს განვითარების გეგმა, რომელიც მედიკამენტების გაიაფების პოლიტიკსაზეა დაყრდნობილი, შემოვიდეს ბაზარზე და დაიწყოს ოპერირება და ამაში მას ხელს არავინ უშლის.

ჩვენთვის არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი კონკურენტების სტრატეგია. ჩვენ იმდენად ძლიერი კომპანია ვართ, რომ არ ვგეგმავთ ვინმეს მიერ თავსმოხვეული თამაშის წესებით მუშაობას. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, დროში გაწერილი განვითარების სტრატეგია და მივყვებით მას. დარწმუნებული ვარ, მოკლე პერიოდში მომხმარებლის ლოიალობასაც მოვიპოვებთ, რამდენადაც მათთვის მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ ხარისხიან და ხელმისაწვდომ მედიკამენტებზე წვდომა. საბოლოო ჯამში, ჰუმანითი მედიკამენტების ბაზარზე ღირსეულ პოზიციას დაიმკვიდრებს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზე იქნება გათვლილი.

თუ კონკურენტებიც ამ სტრატეგიას მიმართავენ, შეამცირებენ მარჟას, ან გამონახავენ სხვა გზებს და თავადაც შეამცირებენ ფასებს მედიკამენტებზე, ეს იქნება ჩვენი სტრატეგიის კიდევ ერთი წარმატება, მხოლოდ გაგვეხარდება და მივესალმებით და ვიტყვი, რომ „ჰუმანითის ეფექტმა“ კარგად იმუშავა.

– ხშირად გადანაშაულებენ, რომ „ჰუმანითის“ სახელმწიფო ეხმარება, რომ ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ხდება თქვენი პრეპარატების დარეგისტრირება და ასე შემდეგ. რას პასუხობთ ოპონენტებს?

– ჩვენ ვმოქმედებთ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად და მისი განუხრელად დაცვით. არგუმენტი, რომ ჰუმანითის პრეპარატების დარეგისტრირება სწრაფად ხდება, ჩვენი გუნდის მუშაობის საუკეთესო შეფასებად მიამჩნია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქათულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში, სწრაფად და სრულყოფილად ვასრულებთ რეგისტრაციისთვის საჭირო მთელ მოსამზადებელ სამუშაოებს.

ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩვენი კომპანიის ურთიერთობის პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ღიად განვაცხადო ის, რომ მოქმედი მინისტრი და მისი გუნდი რეალურად არიან მონდომებულები, ჯანდაცვის სფეროში ბევრი რამ შეიცვალოს და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის, ისე რომ ეს პროცესი ნეგატიურად არ აისახოს ხარისხზე. ფაქტი სახეზეა, მოქმედი მინისტრი, პრაქტიკულად პირველია, და მგონი არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში, რომელმაც მედიკამენტების გაიაფებისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას დასაბამი მისცა და ეს პროცესი ვერც სავალუტო რყევებმა შეაჩერა. შეგახსენებთ, რომ წამლების გაიაფების პროცესი შესამჩნევი სწორედ იმ პერიოდში გახდა, როცა ვალუტა ყველაზე მეტად უფასურდებოდა. ამის მიუხედავად მედიკამენტების ფასებზე მდგრადი სისტემა შეიქმნა, რომელიც კლების მყარი ტენდენციით ხასიათდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42