ჟურნალისტმა თომა ჩაგელიშვილმა აუდიტორიას სასწავლო ფილმი წარუდგინა და მასტერკლასი გამართა თემაზე -„ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტები“. უფროსმა კოლეგამ დამწყებ ჟურნალისტებთან მაუწყებლების ქცევის კოდექსზე, ჟურნალისტურ ეთიკაზე, პროფესიული ნიშნით ქცევის ნორმებსა და გადაწყვეტილებების მიღებაზე იმსჯელა.
მასტერკლასის შემდეგ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კინოდარბაზში 5 საფესტივალო კინოფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმების სელექციაში რეჟისორი გოგი დოლიძე იყო ჩართული.
მისი გადაწყვეტილებით 2016 წლის მონაწილეები გახდნენ: გვანცა ჟღენტი - „პირველი მამონტი“, ანანო მჟავანაძე -„შატალო“, გიორგი გიუნაშვილი -„სიცოცხლის წვეთი“, გიორგი ფსიტიძე -„ტიფლისიდან თბილისამდე“, სოფო ჭინჭარაული -„5 პური და 2 თევზი“.
დღეს ფესტივალი როკს და ალტერნატივას დაეთმობა. ცენტრის კინოდარბაზის სცენაზე დამწყები მუსიკოსები - ანა ცუცუნაშვილი და თათია ყურაშვილი წარსდგებიან. კონცერტს კონსულტანტი ნიკა კოჩაროვი თავისი პერფორმანსით დაასრულებს.
ფესტივალი „ფანARTი“, 20:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში (ვაჟა-ფშაველას 76ბ) გაიმართევა. დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები