მორიგე ექიმმა ნანი ყავლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევა ბარბაქაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ,,ამჟამად მდგომარეობა სტაბლურად მძიმეა, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამეტში გადის და არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე“- განაცხადა ექიმმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოჯახი ბარბაქაძის თურქეთში გადაყვანას აპირებს, ექიმის განცხადებით, ამ ეტაზე მედიკოსებში თურქეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილულა.
,,დღეს განმეორებითი კვლევებია დაგეგმილი, რომლის შედეგების მიხედვითაც გადაწყდება შემდეგი მკურნალობის ეტაპი. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის, რომ პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს“- აღნიშნა ნანი ყავლაშვილმა.
კითვაზე აღნიშნება თუ არა ევას ბარბაქაძეს ხერხემლის დაზიანება, ექიმმა არ დააკონკრეტა და ხაზი გაუსვა, რომ პაციენტი დაახლოებით საღამოს საათებში მრავლობითი მოტეხილობებით შემოიყვანეს.
იაშვილში იმყოფება შორენა ბეგაშვილი, თუმცა ოჯახის არცერთი წევრი კომენტარს არ აკეებს.
მასალის გამოყენების პირობები






