თბილისის გრან-პრი ძიუდოში: ფინალურ ბლოკში ორი ქართველი ოქროსთვის, 3 კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
სპორტი - 17:46, 26 Mar, 2016     7932

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ძიუდოს მეორე საშეჯიბრო დღის წინასწარი შეხვედრები დასრულდა. დღეს მედლებისთვის 4 წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან. ვაჟები საუკეთესოებს 73 და 81, ხოლო ქალები 63 და 70 კილოში გამოავლენენ.

შეჯიბრებაში 9 ქართველი ძიუდოისტი ჩაება, 8 ვაჟი და ერთი გოგონა – საქართველოს სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელი ესტერ სტამი, ვინც პირველივე წრეში ებრაელ ლიორ ვინდიკანთან შებოჭვაზე მოჰყვა და ბრძოლას გამოეთიშა.

გუშინ, ვაჟა მარგველაშვილი, 66კგ წონით კატეგორიაში თბილისის გრან პრის გამარჯვებული გახდა. მან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარებუოლ შეჯიბრებებში თავის კარიერაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა და ამ გამარჯვებით პრაქტიკულად გაინაღდა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური. წარმატებას მიაღწია ამირან პაპინაშვილმაც - იგი 60კგ-ში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა

ვაჟებიდან მედლისთვის 5 კაცი იჭიდავებს. 73 კილოში ფინალში გავიდა და ოქროს შეუტევს ნუგზარ ტატალაშვილი, ვისი მეტოქეც მონღოლი ოდბაიარ განბაატარია, რომელმაც ნახევარფინალური ორთაბრძოლა ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს გაფრთხილებებით მოუგო. შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრას ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან გამართავს.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს ფრიდონ გიგანსაც, ის ნახევარფინალში ტატალაშვილის დამარცხებულ ბერძენ გეორგიოს აზოიდისს დაეჭიდება. 81 კილოში ფინალშია ლევან გუგავა და რუს ალან ხუბეცოვს შეხვდება,

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ზებედა რეხვიაშვილი ბერძენ რომან მაუსტოპოლოსს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 17:00 საათიდან დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი შემოგვთავაზებს.

ძიუდოს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს თბილსის 25-27 მარტს მასპინძლობს. თბილისის გრან-პრიზე მსოფლიოს 67 ქვეყნის 395 ტიტულოვანი ძიუდოისტი ასპარეზობს. თბილისის გრან პრის ესწრებიან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია, თბილისის გრან პრიზე გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებს მიიღებენ. პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს 300 სარეიტინგო ქულა დაერიცხებათ, ვერცხლის პრიზიორებს 180, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 120. ტურნირმა ახალ სპორტის სასახლეში 25 მარტს 10:30 საათიდან აიღებს სტარტი. ფინალური ბლოკი კი სამივე საშეჯიბრო დღეს 17:00 საათზე დაიწყება. გრან პრის პირველ დღეს.

თბილისის გრან-პრიზე დასწრება უფასოა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42