დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. ცოცხალ კლასიკოსს დღეს 78 წელი შეუსრულდა. ჩვენი თაობის ადამიანებშიც კი სამწუხაროდ ცოტამ თუ იცის მისი ცხოვრების გზა - ანტისაბჭოთა საქმიანობიდან დიდ კლასიკოსობამდე... არც არასოდეს ყოფილა ,,განებივრებულ მწერალთა“ რიგში, გნებავთ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული (სუკ-მა თავის დროზე სკოლის მოსწავლეს 3 წელი მიუსაჯა ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის), დამოუკიდებელი საქართველო მთავრობების პირობებშიც კი. ასე მოკრძალებით წერდა ,,სამოსელი პირველს“, ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, ,,ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭრდება“ და კიდევ ბევრი სხვა.
მისი მთავარი იდეა სიყვარულია, ღირსება, თავისუფლებისაკენ სწრაფვა და რაც ყველაზე მთავარია გაგება იმისა - რა არის სიკეთე და ბოროტება? - ამის შესაცნობად ერთხელ მაინც, ყველამ უნდა დავტოვოთ ჩვენი ,,სოფელი“ და ვეწვიოთ ,,ლამაზ-ქალაქს“; მხოლოდ იმისთვის, რომ მომავალში სიკეთის მხარეს დადგე, ყველამ უნდა გაიაროს თავისი ,,კამორა“ და იბრძოლოს ,,კანუდოსში“ ცხოვრებისთვის. საბოლოოდ კი, წახვიდე, იარო, იბრძოლო და როგორც უძღები შვილი დაუბრუნდეს შენს პირველ წიაღს, მამისეულ სამყოფელს...
ჩვენ მწერლები გადამწერები ვართო, ასე ამბობს გურამ დოჩანაშვილი... - ,,იმაზე ახალი ჯერ არავის დაუწერია, რაც ბიბლიაშია... მწერალი არ არსებობს, არის გადამწერი, არ არსებობს მხატვარი, არის გადამხატავი, სულიწმინდა უბიძგებს ყველა ხელოვანს. “
მასალის გამოყენების პირობები