ცნობილი ჟურნალი Playboy, რომელსაც აშშ-ში და მსოფლიოში 20-ე საუკუნის სექსუალური რევოლუციის ფლაგმანს უწოდებენ, იყიდება.
ამის შესახებ საგამომცემლო სახლმა Playboy Enterprises-მა განაცხადა. როგორც ცნობილია, იყიდება არამარტო ჟურნალი, არამედ გამომცემლობა, სტამბა და ვებსაიტიც.
Financial Times-ისა და Wall Street Journal-ის ცნობით, საგამომცემლ;ო სახლის ყველა აქტივების გაყიდვამ შესაძლოა ნახევარ მილიარდ დოლარის შემოსავალი მოიტანოს.
თავად Playboy Enterprises ამ გადაწყვეტილებას ჟურნალის გაყდვების მკვეთრ შემცირებას აბრალებს - მათი განცხადებით, ინტერნეტში მსგავსი ხასიათის ფოტომასალის ისეთი დიდი რაოდენობაა, რომ ხალხს ჟურნალის ყიდვის მოტივაცია აბსოლუტურად გაუქრა. 2015 წელს ჟურნალის სულ რაღაც 800 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა, იმ დროს, როდესაც რამდენიმე წლით ადრე ტირაჟის 5,6 მილიონი ეგზემპლარი იყიდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები