ასწლოვანი ხე ტიტა ამ დრომდე ზღვაში რჩება, თუმცა შეიცვალეს სამუშაო სტრატეგია და რადგან გიგანტური ხე ნაპირამდე ვერ მიიტანეს, შეკვეთილში ნაპირი მიჰყავთ ხემდე. ამასობაში კი, ხე ტიტამ ყვავილობა დაიწყო.
ორდღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ, შეკვეთილში ხის ნაპირამდე მიტანა ვერ შეძლეს, ამიტომ რამდენიმე საათია ზღვიდან ნაპირამდე, 50-მეტრიან მონაკვეთზე სახელდახელო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და თუ ამ დრომდე ზღვიდან ხდებოდა ქვიშის ამოღება, ახლა პირიქით, ზღვაში შეაქვთ.
6 ერთეული მძიმე ტექნიკა მიმართულია ზღვაში ქვიშის ჩაყრისა და დატკეპნით სამუშაოებზე. ამ დროისთვის გზა დაახლოებით 30 მეტრითაა შესულია ზღვაში.
როგორც ადგილიდან ჩვენი კორესპოდენტი იუწყება, სამუშაოების დასრულებას ორგანიზატორები ხვალისთვის ვარაუდობენ და ხის გადმოტანაც ხვალ დილით მოხდება.
თეა იოსელიანი- გურია
მასალის გამოყენების პირობები






