მოგეხსენებათ, რომ უკვე ერთი კვირაა რამდენიმე მიკროავტობუსში სატესტო რეჟიმში გაშვებულია უფასო WiFi. ამ პროექტს კომპანია WiFisher - ი ,,თბილისის მიკროავტობუსის’’ მხარდაჭერით ახროციელებს. ,,თბილისის მიკროავტობუსი’’ მიესალმება და ითანამშრომლებს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციების დანერგვას.
უფასო WiFi სისტემა ჯერჯერობით ხელმისაწვდომია 2 ნომრის სამარშუტო ტაქსებში და მისი შემჩნევა შესაძლებელია სპეციალური სტიკერით - FREE WiFi. კომპანია WiFisher-ი გეგმავს პერიოდულად გაზარდოს უფასო ინტერნეტით აღჭურვილი სამარშუტო ტაქსების რაოდენობა.
პროექტი საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. სტატისტიკაზე დაყრდნობით, ერთი კვირის მანძილზე WiFi 200-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიყენა.
კომპანია WiFisher-ი ქმნის ინოვაციურ სარეკლამო არხს, რაც გულისხმობს WiFi ქსელში რეკლამის განთავსებას. თითოეული მომხმარებელი, რომელსაც სურს გამოიყენოს ინტერნეტი, მის მისაღებად ხედავს წინასწარ დამუშავებულ კონკრეტული კომპანიის ვიზუალს - იქნება ეს სტატიკური ბანერი, მოძრავი სურათი (GIF), ვიდეო თუ სხვა… კომპანიებისთვის ეს პროდუქტი არის კიდევ ერთი საშუალება გაზარდონ საკუთარი პოპულარობა და მომხმარებელთა რაოდენობა.
მასალის გამოყენების პირობები






