საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ხობის სალოტბარო სკოლას ახალი ინვენტარი და მუსიკალური საკრავები გადასცა
საზოგადოება - 13:40, 25 Mar, 2016     1293

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია და ცენტრის სხვა წარმომადგენლები ხობის სალოტბარო სკოლას ესტუმრნენ და სწავლის მიმდინარე პროცესს გაეცნენ.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა სალოტბარო სკოლას ახალი ინვენტარი, ხალხური მუსიკალურ საკრავები, კომპაქტდისკები და სასწავლო ლიტერატურა გადასცა. ასევე გაიმართა შეხვედრა სკოლის ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსწავლეებთან.

ღონისძიებას სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ხობის სალოტბარო სკოლა ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს და უძველეს ქართულ სიმღერებსა და ტრადიციულ გალობას უკვე 40 -ზე მეტი მოზარდი ეუფლება.

შეხვედრის დასასრულს, გუბერნატორი ლევან შონია და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ და ხობის მუნიციპალიტეტში ფოლკლორის შენარჩუნებისა დ განვითარების მიზნით დაგეგმილ და მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს.


„ხობის სალოტბარო სკოლაში 120 მოსწავლე ქართულ ხალხურ სიმღერასა და გალობას ეუფლება, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო დაფინანსებით, სწავლა განაგრძონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. გარდა ამისა, ახალგაზრდებს შეეძლებათ, ჩაერთონ სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში, რაც საგრძნობლად გამოაცოცხლებს რეგიონის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებას,” - ითქვა შეხვედრაზე.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 14 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს კი მათი რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. კერძოდ, სკოლების გახსნა დაგეგმილია ბაღდათის, ონისა და ცაგერის რაიონებში. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„მიუხედავად იმისა, რომ სალოტბარო სკოლების უმეტესობა ერთი წელი არ არის, რაც გაიხსნა, საკმაოდ კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ახალი თაობა დაინტერესებულია საფუძვლიანად შეისწავლოს ქართული ხალხური სიმღერები და ტრადიციული გალობა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონებში ფოკლორის შენარჩუნებასა და მის განვითარებას,” - გვითხრა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი გაბუნიამ.

2015 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენის, მოვლასა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა ეტაპობრივად დაიწყო.

მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში, ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტების მიერ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე, მსურველები უფასოდ შეისწავლიან უძველეს ქართულ სიმღერებსა და ტრადიციულ გალობას. ასევე სკოლებში დასაქმდებიან ადგილობრივი, პროფესიონალი ლოტბარები. გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდებს, სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, განათლება უფასოდ მიიღონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. გარდა ამისა, ახალგაზრდებს შეეძლებათ, ჩაერთონ სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში, რაც საგრძნობლად გამოაცოცხლებს რეგიონის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებას.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2015 წელს სალოტბარო სკოლებს რეგიონებში (კასპი, გორი, ბორჯომი, ზესტაფონი, ხობი, ოზურგეთი, თეთრიწყარო) ქართული ხალხური საკრავები (ფანდური, ჩონგური, სალამური, ჭუნირი, ჩანგი), საოფისე ინვენტარი და გამათბობლები გადასცა. 2016 წლისათვის დაგეგმილია ყველა სალოტბარო სკოლისათვის საკრავებისა და ინვენტარის შეძენა და ინფრასტრუქტურის გამართვა. წარმომადგენლობების (ცენტრების) საქმიანობის ძირითადი მიზანია: ეთნოფორებთან მუშაობა, ფოლკლორული მასალების მოძიება, ჩაწერა-დაფიქსირება, არქივის შექმნა და ბაზის გამდიდრება. ადგილობრივი ცენტრების საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მხარეა - მომავალი თაობისათვის სწავლება, ადგილობრივი კადრებისა და სპეციალისტების აღზრდა, ქართულ ფოლკლორში კუთხურობის შენარჩუნება და დამკვიდრება. ამ მიზნით, უკვე გახსნილ წარმომადგენლობებში შექმნილია სალოტბარო სკოლები - სიმღერა-გალობა და ქორეოგრაფიული განყოფილებები, მალე გაიხსნება ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42