თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას განცხადებას, საბავშვო ბაღების მასწავლებლების ნაწილი მუქარად აღიქვამს.
მათი განცხადებით, ისინი დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად მზად არიან, თუმცა მშობლებს პროტესტის ნიშნად, შვილები ბაღებში არ მიჰყავთ.
პედაგოგების მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ თემურ თორდინავას განცხადების მიუხედავად, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ, აპირებენ ასევე საპროტესტო აქციების გამართვას და არ აპირებენ სასწავლო პროცესის აღდგენას.
„ცხვრებივით არ მივყვებით ჩვენ ამ განცხადებას, ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო აქციას, უფრო მასშტაბურს ჩავატარებთ და მერიასთან გადავალთ საპროტესტო აქციით, სანამ ჩვენი, უკანონოდ გათავისუფლებული დირექტორი არ დაგვიბრუნდება,“ – განაცხადა 92-ე ბაღის თანამშრომელმა მანანა ბარათაშვილმა.
გათავისუფლებული დირექტორები და მასწავლებლები დედაქალაქის მერიასთან ხვალ აქციას გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






