დედა ვაჟის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის! - ვარდიაშვილების ოჯახის ტრაგიკული ისტორია
საზოგადოება - 12:07, 24 Mar, 2016     1837
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას გრძნობს დედა, რომელსაც ერთი შვილი გარდაეცვალა და მეორე შვილის გადასარჩენად უკვე 15 წელია იბრძვის. ჯობია ასეთი რამ არ წარმოიდგინოთ. უბრალოდ წაიკითხეთ ვარდიაშვილების ოჯახის ტრაგიკული ისტორია.

2001 წლის 22 მაისი ამ ოჯახისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 20 წლის გიორგი და მისი 17 წლის ძმა გელა საშინელ ავარიაში მოხვდნენ. მანქანას, რომელშიც ძმები ისხდნენ, დიდი სიჩქარით მომავალი მიკროავტობუსი დაეჯახა.

უმცროსი გელა ადგილზევე გარდაიცვალა, გიორგი კი უმძიმესი ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 6 თვე ის კომაში იყო. ექიმები გადარჩენის გარანტიას ვერ აძლევდნენ და დედას უარესისთვის ამზადებდნენ...

ქალბატონი ნანა – გიორგის დედა, ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილი ამ მდგომარეობიდან გამოეყვანა. მკურნალობის ხარჯები რომ დაეფარა, გაყიდა ყველაფერი რაც კი გააჩნდა. ყველა ნივთი, სახლი, მანქანა... ამჟამად ფონიჭალაში ცხოვრობენ ქირით.

დედამ შვილის სიცოცხლე უფალს მიანდო. გიორგიმ 6 თვეში ხელი აამოძრავა და თვალები გააღო. ნანა მიხვდა, რომ გადარჩენის იმედი არსებობდა. ყოველ დღე საათობით იჯდა გიორგისთან ესაუბრებოდა და წიგნებს უკითხავდა. ავარიამდე გიორგის ძალიან უყვარდა კითხვა და ყველაზე ფასეული რაც მას გააჩნდა ეს მისი ბიბლიოთეკა იყო. სამწუხაროდ ამ ბიბლიოთეკის გაყიდვაც მოუხდა ნანას, გიორგისთვის ორი დღის წამალი რომ ეყიდა...

ერთმანეთთან რომ ეკონტაქტათ, დედამ საუბრის ახალი მეთოდი მოიგონა. გიორგის ანბანის ასოებს ეუბნებოდა, ხოლო გიორგი საჭირო ასოზე თვალებს ხუჭავდა. ასე შეადგინა გიორგიმ პირველი სიტყვები „მადლობა, დედა“. გიორგი უზომოდ მადლობელი იყო დედის, რომ ის მის გვერდით იყო, რომ არ მიატოვა და ეხმარება სიცოცხლისთვის ბრძოლაში.

ცოტა ხანში გიორგიმ წამოჯდომა შეძლო და დედის დახმარებით ოთახშიც გადაადგილდებოდა. მერე ურეკშიც წავიდნენ რეაბილიტაციის კურსის ჩასატარებლად.

გიორგის ამ რეზულტატის შესანარჩუნებლად რეაბილიტაციის გაგრძელება სჭირდებოდა, მაგრამ ნანას აღარ დარჩა არაფერი რის გაყიდვასაც შეძლებდა. დედამ გადაწყვიტა, თირკმელი გაეყიდა, მაგრამ გადააფიქრებინეს. ასეთი მძიმე ოპერაციის შემდეგ, იგი ფიზიკურად ვეღარ შეძლებდა შვილის მოვლას.

ნანა ვერ მუშაობს, რადგან შვილის დატოვება წუთითაც არ შეუძლია. ერთადერთი შემოსავალი, გიორგის პენსიაა, რომლითაც საჭირო წამლების შესაძენადაც არ არის საკმარისი.

თანხების უქონლობის გამო, გიორგის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ნანამ არ იცის რა იღონოს, ვის მიმართოს, ვის სთხოვოს დახმარება...

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ აქციას, გიორგის სამკურნალოდ თანხის შესაგროვებლად. მას სჭირდება ძვირადღირებული მედიკამენტები და სარეაბილიტაციო კურსი, რაც გიორგის გამოჯანმრთელების გარანტიას მისცემს.

წამით წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში არიან დედა–შვილი და მიიღეთ გადაწყვეტილება, როგორც გული გიკარნახებთ. რადგან ეს სტატია თუ წაიკითხეთ, ე.ი. თქვენ გულისხმიერი ადამიანი ბრძანდებით და შეგიძლიათ, რომ სხვისი ტკივილი გულთან ახლოს მიიტანოთ.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ გიორგის, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ვარდიაშვილი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/123/

ვაჩუქოთ ამ ხალხს მომავლის იმედი!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42