ცენტრის ძირითადი ფუნქციაა ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების შეფასება, პრობლემების დროული გამოვლენა და მართავა.
ამჟამად ცენტრმა შეიძინა ახალი ფუნქცია - დღენაკლული და მაღალი რისკის ბავშვების განვითარებისა და ჯანმრთელობის პრობლემების ადრეული გამოვლენის მიზნით შეფასების სისტემის შემუშავება, რომელიც მთლიანად ეყრდნობა ამერიკის პედიატრიის აკადემიისა და საქართველოს ეროვნულ გაიდლაინებსა და პროტოკოლებს.
ცენტრში ხდება მაღალი რისკის ბავშვების განვითარებისა და ჯანმრთელობის მონიტორინგისა და შეფასების ინდივიდულაური გრაფიკის შემუშავება, კონსულტირება განვითარებისა და ჯანმრთელობის საკითხებზე. ინტერვენციული სერვისების ( ფიზიკური თერაპია, მეტყველებისა და ქცევის თერაპია) გეგმის შემუშავება. მეთვალყურეობა პროგრესზე. მაღალი რისკის ბავშვების იმუნიზაცია.
ინფორმაციისთვის დარეკეთ 2530033
მასალის გამოყენების პირობები






