ბრიუსელში დატრიალებული ტრაგედიას თავისი ანტიგმირები და გმირები ჰყავს. 22 მარტის დღის გმირი ქართველი ჟურნალისტი გახდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი რომელიც ბრიუსელიდან ჟენევაში აპირებდა გაფრენას იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც მსოფლიოს ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შესახებ ამცნო. ქეთევან ქარდავას მიერ მოპოვებულ ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ. ის იყო პირველი ვინც ტერაქტის დროს ფოტოები გადაიღო, მისი ფოტოები არაერთ საერთაშორისო გამოცემაში მოხვდა.
გავლენიანი ტელეკომპანიები, საინფორმაციო სააგენტოები და გამოცემები, ბრიუსელის აეროპორტში აფეთქების შემდეგ, პირველ წუთებში არსებული ვითარების შესახებ აუდიტორიას ინფორმაციას სწორედ „მოამბის“ ჟურნალისტზე დაყრდნობით აწოდებდნენ.
დღის ბოლოს ქეთევან ქარდავა „სი-ენ-ენს“ ბრიუსელიდან ჩაერთო და აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






