კომპანია "თელასის" ცნობით სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 23 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთისა და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II, III კვარტლების, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), საბურთალოს, კუტუზოვის, სულხან ცინცაძის, ნუცუბიძის, მარგიანის, ირაკლი გამრეკელის, კვანტალიანის, გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, სოფელ ფონიჭალის, გორგასლისა და სადგურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენას, ზაალ ქიქოძის, რიწის, ალექსანდრე ჭავჭავაძის და ცხემის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ავლაბრის მოედნის, ვარდის მოედნის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის, ხივინის, კონსტანტინე ერისთავის, ალადაშვილის და ერევნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების, კეცხოველის, ქერჩის, სარაჯიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ულიანოვის და გურამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






