მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით მეოცე საუკუნის მანძილზე, მსოფლიო ოკეანის დონემ უფრო სწრაფად მოიმატა, ვიდრე მთლიანად ბოლო 3000 წლის მანძილზე. როგორც ცნობილი გახდა, ამჟამად პლანეტის ისტორიის რექონსტრუქცია მიმდინარეობს.
„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მეოცე საუკუნის მანძილზე ზღვის დონემ იმაზე მეტად მოიმატა, ვიდრე ერთად აღებული გასულ 27 საუკუნეში“, — ამბობს ბობ კოპი, რუტჯერსის უნივერსიტეტის კლიმატის მკვლევარი, რომელიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებთან ერთად კვლევას ხელმძღვანელობდა.
კვლევა National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა სადაც ნათელი გახდა, რომ კვლევა ზღვის დონის ასეთი ტემპით მატებაში გლობალურ დათბობას ადანაშაულებს. თუკი ადამიანები პლანეტას ასე არ გაათბობენდნენ, წყლის დონე მეოცე საუკუნეში 14 სანტიმეტრის ნაცვლად მხოლოდ 3-7 სანტიმეტრით მოიმატებდა.
1900-დან 2000-წლამდე პერიოდში, ზღვის დონემ 14 სანტიმეტრით მოიმატა, წელიწადში 1,4 მილიმეტრით. NASA-ს მონაცემებით, მატების ამჟამინდელი მაჩენებელი წელიწადში 3,4 მილიმეტრია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზღვის დონის მატების პროცესი სულ უფრო ჩქარდება.
მასალის გამოყენების პირობები






