ნაძეჟდა სავჩენკოს გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს თბილისში. რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სუხიშვილებმა ხორუმი შეასრულეს. აქციას ათობით ადამიანი დაესწრო და მათ რუსეთის სასამართლოს სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. აქცია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას პოლიტიკოსები, საჯარო პირები და სავჩენკოს მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
„სუხიშვილების ანსამბლი სრულ სოლიდარობას უცხადებს ნამდვილად გმირ ქალს და მიგვაჩნია, რომ მისი დაცვა არის არა მხოლოდ მისი პირადი თავისუფლების დაცვა, არამედ დემოკრატიული პრინციპების დაცვა“, - განაცხადა ხატია ეკიზაშვილმა.
აქციას „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილიც ესწრებოდა:
„აქციის მიზანია დავიცვათ ნაძეჟდა სავჩენკოს თავისუფლება, ეს არის ყველა თავისუფლებისმოყვარული ადამიანის ღირსების საქმე, ვფიქრობ, რომ სავჩენკოს პატიმრობა და ის უმსგავსობა, რასაც პუტინი ჩადის, მეტს ამბობს თავისუფალ სამყაროზე, ვიდრე პუტინზე, რომლის სისასტიკის შესახებაც ისედაც ყველაფერი ცხადია“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






