„ ინგლისი და საქართველო მსოფლიო თასის შემდეგ სრულიად განსხვავებულ პირობებში აღმოჩნდნენ.
თუკი ინგლისს, მსოფლიო თასზე იმედები გაუცრუვდა და ახალი მწვრთნელის თაოსნობით ხელახალი შენება დასჭირდა , საქართველოს პირიქით, მიზნად, მსოფლიოზე აკრეფილი ტემპის შენარჩუნება და გაუმჯობესება ჰქონდა.
ხუთიდან ხუთი მოგებით ორივე გუნდი ზაფხულის ტესტებისთვის მზადებას კარგი განწყობით შეუდგება. ინგლისი, როგორც ჩრდილო-ნახევარსფეროს პირველადგილოსანი, ავსტრალიაში გაემგზავრება, საქართველომ კი რეიტინგში მე-12 ადგილი გაიმყარა.
საქართველომ კიდევ ერთი დომინანტური სეზონი ჩაატარა ერთა თასზე და თბილისში, დინამო არენაზე შეკრებილი 52 ათასი ქომაგის წინაშე რეკორდული სხვაობით - 38:9 დაამარცხა რუმინეთი.
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთბალანსი ბოჯღალოსნებს უკეთესი ჰქონდათ, მათ რუმინეთისთვის ამხელა სხვაობით აქამდე არ მოუგიათ.
პირველ ნახევარში, ანტონ ფეიქრიშვილის ორმა და სანდრო თოდუას ერთმა ლელომ ბორჯღალოსნები 19:9 დააწინაურა. მეორე ნახევარში კი გიორგი ფრუიძემ, გიორგი ნემსაძემ და კარლენ ასიეშვილმა გაიბრწყინეს ლელოებით.
ამ გამარჯვებით, ქართველებმა 0,41 სარეიტინგო ქულა დაიმატეს და მე-12 ადგილი გაიმყარეს" -წერს გამოცემა.
მასალის გამოყენების პირობები