შეხვედრა, 2016 წლის 21 მარტს, ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა.
ლექცია: ,,საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, ელჩმა დამსწრე საზოგადოებისათვის წაიკითხა . სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სწავლა 2016 წლის პირველი
ნაკადისთვის 15 მარტს განახლდა. საჯარო მოსამსახურეები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან (მარნეული , წალკა, ლაგოდეხი, გარდაბანი, საგარეჯო, ნინოწმინდა, ცაგერი, ამროლაური, ხარაგაული, ყაზბეგი, დუშეთი, შუახევი) გადამზადებას საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის დარგობრივ კურსებზე გადიან.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა.
სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ორი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება:
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა და საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება.
სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.
მასალის გამოყენების პირობები






