21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, ცენტრის უფროსის მოადგილე ზურაბ ცოფურაშვილი, ცენტრის თანამშრომლები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა გაიმართა:
• საქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ), გაიმართა ღია შეხვედრა სტუდენტებთან. ისინი გაეცნენ პრეზენტაციას დაუნის სინდრომის შესახებ. მოეწყო ვიდეო-ჩვენება.
• ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე მოეწყო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, რომელიც ცენტრის ბენეფიციარების მიერ იყო ინიცირებული.
• ცენტრის თანამშრომლებმა და ბენეფიციარებმა ბუკლეტების მეშვეობით მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ.გარე აქციის ფარგლებში გაიმარეთა საინფორმაციო/ სახალისო აქტივობები.



მასალის გამოყენების პირობები






