სტანისლავ ბონდარენკო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იცეკვებს
კულტურა - 15:30, 21 Mar, 2016     17909
მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ჩვენს ქვეყანაში თაყვანისმცემლების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. ის ერთხელ უკვე იყო სტუმრად ჩამოსული და ცნობილია, რომ ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა შინ. ამჯერად კიდევ ერთი მიზეზი გამოიკვეთა მისი სტუმრობის, თუმცა ამჯერად უფრო ხანგრძლივი. როგორც შევიტყვეთ, ბონდარენკო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიღებს მონაწილეობას. უკვე ცნობილია რამდენიმე მონაწილის სახელიც. რაც შეეხება სტანისლავს, მისი ჩამოყვანის იდეა პროდიუსერ, ნატო დუმბაძეს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზეც ყოველთვის ზღვა იდეებია. მისი ინიციატივით მიიღო ასევე მონაწილეობა ქეთა თოფურიამ, რომელიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა არც აღმოჩენილიყო „ახალი ხმის“ ერთ-ერთი მწვრთნელის რანგში, გამომდინარე იქიდან, რომ ქეთას ძალიან გადატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვს. ვინ იქნება შემდეგი ნატო დუმბაძის იდეებიდან, ჯერ არ ვიცით, თუმცა ერთი ფაქტია, ის უდაოდ წარმატებული და ნიჭიერი პროდიუსერია.

„მე და გიორგი ბახტაძე ვმეგობრობთ და როდესაც იწყება ასეთი მეგა პროექტი, ხშირად ვმსჯელობთ ამა თუ იმ საკითხზე. შევთავაზე სტანისლავ ბონდარენკოს კანდიდატურა. როგორც აღმოჩნდა მის შესახებ არაფერი იცოდა. მკითხა, ვინ არის, საერთოდ არ ვიციო. არ დავაყოვნე და მისი მასალები ვაჩვენე. ვუთხარი რომ ბონდარენკო თეატრისა და კინოს წარმატებული მსახიობია და რომ მას საქართველოში თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავს. ამის მერე კი უკვე დავიწყე ბონდარენკოსთან მოლაპარაკებები, რაშიც ორი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა გოგონა დამეხმარა. ეს სწორედ ის გოგონები არიან, რომლებმაც სტანისლავი საქართველოში დაპატიჟეს ქველმოქმედების მიზნით, რათა მსახიობი ერთ-ერთ ბავშვს დახმარებოდა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მკურნალობვისთვის კონკრეტული თანხა იყო საჭირო. სწორედ ამ მიზნით ეწვია სტანისლავი პირველად თბილისს. ასე რომ დიდი იმედი ბონდარენკოს ვიხილავთ პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და უამრავი გულშემატკივარიც ეყოლება მას“- ამბობს ნატო დუმბაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42