თბილისის მერის მოადგილემ ვეძისის დასახლებაში მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საზოგადოება - 15:20, 21 Mar, 2016     1324
თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ვეძისის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს.

ზემო ვეძისში მდებარე სალოცავთან მცხოვრებმა მუსლიმებმა თბილისის მერის მოადგილეს და გამგებელს უმასპინძლეს. მოსახლეობამ გიორგი ლილუაშვილს და ბექა მიქაუტაძეს განხორციელებული პროექტებისთვის და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.

„საინტერესო შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ პრობლემებზე, მიმდინარე თემებზე. ბევრი საკითხი ოპერატიულ რეჟიმში გადავწყვიტეთ, ცალკეულ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ“, - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

ბექა მიქაუტაძის თქმით, აზერბაიჯანელებს და ქართველებს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ახალი სიცოცხლის სიმბოლოა და მოვედით, რომ მივულოცოთ აზერბაიჯანელ ხალხს. აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ჩვენ გვაქვს მყარი და მჭიდრო ურთიერთობა და მინდა ვისურვო, რომ ასეთი ერთობა საუკუნეები გაგრძელდეს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი, ახალი წლის დღესასწაულია. მუსლიმები 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, დედამიწის გამოცოცხლებისა და სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად 2010 წლიდან აღინიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42