ნარმანია სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის სესიას დაესწრება
საზოგადოება - 10:57, 21 Mar, 2016     865
თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

2016 წლის თემაა: ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე, იმსჯელებენ - საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდავეთში, სომხეთსა და უკრაინაში კონგრესის თანამშრომლობის აქტივობების შესახებ. განიხილავენ კონგრესის პროგრამების ზოგად მიზნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რეგიონებში, განსაკუთრებით კი, თემატური პროგრამის - "ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციური გაძლიერების" ფარგლებში. ისაუბრებენ პროექტების განხორციელებით მიღწეულ შედეგებზე, მერების როლსა და შესაძლებლობებზე, ამასთან, განიხილავენ სამომავლო აქტივობებს.

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონალურ კონგრესში საუბარი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობის იმ ძირითად მიმართულებებზე, რაშიც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასევე, გაკეთდება მოხსენება მონიტორინგის შედეგებზე და პოსტ-მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც გულისხმობს კონგრესის მხრიდან საქართველოში ჩატარებული მონიტორინგის შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში არსებულ მდგომარეობას, საუბარი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფისკალური პრინციპალიზაციის განვითარების ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რამაც მომავალში კიდევ უფრო ძლიერი უნდა გახადოს ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობები, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე, დამოუკიდებლობისა და ფუნქციების ეფექტურად განხორციელების კუთხით“, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი დავით ნარმანია კონგრესის რეგიონული პალატის შეხვედრას დაესწრება, სადაც გაიმართება თემატური განხილვა რეგიონალიზაციის პროცესების განვითარებაზე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში.

თბილისის მერთან ერთად, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი მიიღებს და როგორც პოსტ-მონიტორინგის ფაზაში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელი სესიის ფარგლებში ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგება.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ვიზიტი სტრასბურგში 21-დან 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42