გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაარსებულ თარიღს, საქართველო უკვე მეხუთედ აღნიშნავს პროგრამით - „მე ვირჩევ თანასწორობას, დაცულ უფლებებს და ოჯახის თანადგომას“.
ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
ეს დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.
საქართველოს ქალაქებში 21 მარტს მხარდამჭერი მსვლელობები და კულტურული ღონისძიებები გაიმართება.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე უმთავრესად საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისთვის დააწესა.
"გაეროს გენერალური ასამბლეა რეზოლუციით მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, ხელი შეუწყონ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათ შორის ოჯახის დონეზე. გაეროს გენერალური მდივნის წლევანდელ მიმართვაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დღის წესრიგის ფარგლებში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მნიშვნელოვან როლზე, რამაც საზოგადოებას უნდა უბიძგოს პროგრესისკენ" - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაეროს მონაცემებით, დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი.
მასალის გამოყენების პირობები






