საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება. ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და "ახალ დღეს" ნიშნავს. მისი აღნიშვნის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს და დღის და ღამის გათანაბრებას უკავშირდება. დღეს, როდესაც ბუნება გამწვანებას იწყებს აზერბაიჯანელები, ირანელები, ტაჯიკები, ქურთები, უზბეკები, თურქმენები, ყაზახები, ყირგიზები, თურქები და ყირიმელები აღნიშნავენ. ზოგიერთ ქვეყანაში ის ახალი წლის ათვლის თარიღადაც ითვლება.
2010 წლიდან ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ აუცილებლად ყველა ოჯახში უნდა იყოს მწვანე ჯეჯილი, ასევე იღებება წითელი კვერცხები. ამზადებენ ტკბილეულს და ერთმანეთთან სტუმრად მიდიან. სადღესასწაულო დღეები 19 მარტიდან იწყება და 4-5 დრე გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






