სოფლის მეურნეობის სამინისტროში თევზის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 10:15, 21 Mar, 2016     1136
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინიციატივით და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მხარდაჭერით კახეთის რეგიონში გაიმართა შეხვედრა თევზის მწარმოებელ ფერმერებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ლევან დვალი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართელოს უფროსი არჩილ ფარცვანია, პროექტების მართვის სააგენტოს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, კახეთის რეგიონში თევზსაშენი მეურნეობების მასშტაბები უკანასკნელ წლებში გაზრდილია - 2015 წელს კომპანიამ წყალი 1 600 ჰეტქრზე მეტ სათევზე მეურნეობას მიაწოდა, რაც უფრო აქტუალურს ხდის თევზსაშენ მეურნეობებში წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხს.

აღნიშნული საკითხი წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეთევზეობის დარგის სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის ერთ-ერთ თემას. სპეციალისტებმა თევზის მწარმოებელ ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე, აკვაკულტურის ახალი სისტემების, დარგის ტექნოლოგიური განვითარების პერსპექტივების შესახებ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მეტბორეებს გააცნეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების და მეთევზობის დარგისათვის აგროკრედიტის პერსპექტივების შესახებ.

შეხვედრა დისკუსისს ფორმატში წარმიმართა. ფერმერებმა მოსაზრებები გამოთქვეს დარგის მდგომარეობის, პრობლემების და საჭიროებების შესახებ. ხაზი გაესვა უკანასკნელი ათწლეულობის განმავლობაში დარგში თეორიული ცოდნის ნაკლებობას, რომელიც აუცილებელია თევზსაშენი მეურნეობების ეფექტურობის ამაღლებისათვის. ფერმერების მიერ დადებითად შეაფასდა დარგის განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამნისტროს სხვადასხვა უწყებისა და თევზის მწარმოებელი ფერმერების თანამშრომლობის ინციატივა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42