ავსტრიის საგანმანათლებლო სისტემა, ენერგეტიკა და იტალიური ქალაქი საქართველოსთვის - ექსკლუზიური ინტერვიუ პროფესორ ჰაინრიხთან
საზოგადოება - 22:33, 20 Mar, 2016     1700
ავსტრიის საგანმანათლებლო სისტემა საქართველოსთვის - ავსტრიის უმაღლესი ტექნიკური ინსტიტუტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს გამოცდილებას უზიარებენ. საქართველოს სტუმრობს ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰანს-ჯორჯ ჰაინრიხი. პროფესორმა ჰეინრიხმა 18 მარტს ალექსანდრ რუსეცკისთან ერთად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაატარა ლექცია, 21 მარტს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ესტუმრება. თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრის საკითხი კი ავსტრიაში გაცვლითი პროგრამები და სწავლების მიმართულებები იქნება.

„ნიუპოსტი“ პროფესორ ჰაინრიხს ესაუბრა. როგორც პროფესორმა ჩვენთან განმარტა, მას საქართველოში სამი ძირითადი მიმართულება აქვს ჩამოყალიბებული და ეს მიმართთულებები ეხება განათლებას, ენერეგეტიკასა და საქართველოში იტალიური ქალაქის მშენებლობას:

„გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, ეს პროექტები ეხება სამ მიმართულებას, ერთი გახლავთ თანამშრომლობა განათლების სფეროში, მეორე გახლავთ ენერგეტიკის სფერო, მესამე კი იტალიური ცენტრის მშენებლობაა, ჩვენ მრავალი პარტნიორი გვყავს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, შვეიცარიაში, გერმანიაში, იტალიაში.

რაც შეეხება თანამშრომლობას განათლების სფეროში, ამ სფეროში ჩვენ 3 კონკრეტული პარტნიორი გვყავს, ტექნიკური კოლეჯების სახით, რომლებიც იწვევენ სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, სტუდენტები, რომლებიც ჩვენს პროექტებში იღებენ მონაწილეობას, შეიძლება ითქვას, რომ ელიტურ განათლებას იღებენ სხვადასხვა მიმართულებით. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მათთვის საინტერესო სფერო, საკუთარი შეხედულებისა და მისწრაფებისამებრ შეარჩიონ.

რაც შეეხება განათლების საფასურს, საუბარია ძალიან დაბალ ფასებზე. ყველა ეს კოლეჯი წარმოდგენილია სტუდენტთა კამპუსებითა და საერთი საცხოვრებლებით, კვებასა და მსგავს საკითხებზე კი საკმაოდ დაბალი ფასებია.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ თუ როგორ დავეხმაროთ იმ ღარიბ ოჯახებს, რომლებსაც საკუთარი შვილების გაგზავნა სურთ ავსტრიაში განათლების მისაღებად. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, ეფექტური მეთოდების პოვნასთან დაკავიშრებით“, - განაცხადა პროფესორმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სფეროში არსებობს სერიოზული წინადადებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოში მოხდეს დასავლური გამოცდილების გაზიარება ჰესების მშენებლობისა და სანავთობო თუ ბუნებრივი აირის მილების წარმოების კუთხით, პროფესორის განმარტებით მისი პარტნიორები, საქართველოში მსგავსი მიმართულების განვითარებით, სერიოზულად არიან დაინტერესებულნი:

„რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროს, ჩვენ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პარტნიორები გვყავს. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ჩვენი პარტნიორი გახლავთ, ბუნებრივი აირისა და ნავთობის გამტარი მილების წარმოებით არის დაკავებულია. ჩვენ ძალიან კონკრეტული წინადადებების წამოყენება შეგვიძლია. მაგალითად ჰესების მშენებლობა და მსგავსი სფეროები“, - აღნიშნა პროფესორმა.

„ნიუპოსტისთვის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ არსებობს ბიზნეს გეგმა და დაფინანსება საქართველოში იტალიური ქალაქის მშენებლობის შესახებ, რომელიც პროფესორ ჰაინრიხის აზრით ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეანაში ტურიზმის განვითარებას და საქართველოს ევროინტეგრაციას:

„რაც შეეხება მესამე სფეროს, იტალიელმა და შევეიცარიელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, ვიპოვოთ ტერიტორია, სადაც მოხდება იტალიური ქალაქის მშენებლობა, აქ მოხდება რეგიონალური, საფირმო საოჯახო პროდუქტების წარმოდგენა, მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ქალაქი ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის. ამიტომ ვეძებთ ტერიტორიას, ამ პროექტთან დაკავშირებით არსებობს ბიზნეს გეგმა და დაფინანსება“., - განმარტავს იგი.

საუბრისას ასევე გაირკვა, რომ ჯერჯერობით ავსტრიული მხარის შეთავაზებებზე ქართულ მხარეს არავითარი დაინტერესება არ გამოუჩენია. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც განათლებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ შეთავაზებებს საკმაოდ დიდი დაფინანსება აქვთ, ქართული მხარე მსგავსი შეთავაზებების განხილვისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს:

„განათლების სფეროთი დაინტერესების შემთხვევაში, არსებობს მრავალი წინადადება, რომელიც გაუადვილებს ქართველ სტუდენტს სწავლას, დაფინანსება, მოქალაქეობასთან დაკავიშრებით გარკვეული სახის დახმარება, ჩვენ დააახლოების 50 სტუდენტის დაფინანსებას შევძლებთ, დანარჩენს კი თითქმის უფასო სწავლას შევთავაზებთ, ჩვენი პროექტი კი საქართველოს თავისთავად გაუადვილებს ევროინტეგრაციას. საქართველოს ძალიან რთული წარსული აქვს, ეს ყოველივე კი ახალ გზაზე დადგომაში საკმაოდ დაეხმარება. ჩვენ სუფთა ბიზნესი ვართ, სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენს უპირატესობას“, - დასძენს პროფესორი ჰაინრიხი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც სპიკერები იქნებიან გია ნოდია, ირაკლი მენაღარიშვილი, ალექსანდრ ისკანდარიანი, სერგეი მინასიანი და თორნიკე შარაშენიძე. კონფერენციის პირველი თემა იქნება საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, მეორე თემა კი ვიზალიბერალიზაციის საკითხი გახლავთ, გადაიყვანს თუ არა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას ახალ საფეხურზე ვიზალიბერალიზაცია. კონფერენციას პროფესორი ჰაინრიხი დახურავს ავსტრალიის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს როლზე საუბრით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42