სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა იმერეთის რეგიონის კოოპერატივები დაათვალიერეს
საზოგადოება - 12:15, 20 Mar, 2016     838

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) ფარგლებში ჩეხური ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები დაათვალიერეს.

ნოდარ კერესელიძე და ტომაშ პერნიცკი ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების - ,,სარგო“, ,,მეღვინეობა კიცხი“ და ,,მეღვინეობა საზანო“ - წევრებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სარგო“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კოოპერატივში გაერთიანებულია 7 მეპაიე. 2015 წლის თებერვალში მათ მიიღეს 35 000 ევრომდე მოცულობის გრანტი, რომლითაც შეიძინეს რძის 2 გამაციებელი, პასტერიზატორი და რძის დოზატორი. კოოპერატივი „სარგოს“ რძის გადამამუშავებელი საწარმო რძეს ასევე იბარებს სოფლის მოსახლებიდან. კოოპერატივი პასტერიზებულ რძეს და მაწონს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაციას ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მეღვინეობა კიცხი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კოოპერატივში გაერთიანებულია 6 მეპაიე. კოოპერატივს 35 000 ევრომდე მოცულობის გრანტი აქვს მიღებული. კოოპერატივის ძირითადი საქმიანობა არის მეღვინეობა - ციცქასა და ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან ღვინის დაყენება, ჩამოსხმა და ჭაჭის არყის გამოხდა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მეღვინეობა საზანო“ მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტში. კოოპერატივში გაერთიანებულია 6 მეპაიე. კოოპერატივი ახორციელებს ბიოყურძნის მოყვანას, ყურძნის გადამუშავებას და ღვინის წარმოებას. კოოპერატივმა მიიღო 35 000 ევროს მოცულობის გრანტი, ტრაქტორი და ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარები.

კოოპერატივების წევრებთან შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ აღინიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. კოოპერაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას და სოფლად სიღარიბის დაძლევას.

როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, ტომაშ პერნიცკიმ აღნიშნა, ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება. მისასალმებელია, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ENPARD-ის დაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებას და მათი შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ კოოპერატივის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ახალი სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომელიც მესაქონლეობის კოოპერატივების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

კოოპერატივების წევრებთან შეხვედრას ჩეხეთის საელჩოს, ჩეხური ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანას“ წარმომადგენლები და ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42