აჭარის რეგიონს ექვსი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
საზოგადოება - 11:47, 20 Mar, 2016     2123
მიმდინარე წლის 29 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით აჭარის რეგიონში, ბუნებრივი გაზის მიწოდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს შეუწყდება.

„სოკარ ჯორჯია გაზი" - ს განმარტებით, ამის მიზეზი, აჭარის რეგიონში ქობულეთი - ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოებია, კერძოდ, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალისა და ბუნებრივი გაზის ცენტრალური მაგისტრალის, რამდენიმე მონაკვეთზე გადაერთების სამუშაოები ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება.

„სოკარ ჯორჯია გაზი“ ბუნებრივი გაზის ჩართვას ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებისთვის ეტაპობრივად განახორცილებს, მიწოდება სრულად იქნება აღდგენილი 3 აპრილისათვის.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და მოუწოდებს აბონენტებს, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, რათა ბუნებრივი გაზის ჩართვის პროცესში დაცული იქნას უსაფრთხოების წესები.

ამ პერიოდში „სოკარ ჯორჯია გაზი" - ს აჭარის რეგიონალური ოფისი, სრული შემადგენლობით 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე 16 114 ან ვებ-პორტალზე www.mygas.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42