"ვაცხადებთ, რომ არავის პირადი ცხოვრება არ გვაინტერესებს"- NGO-ები აქციაზე "ეს შენ გეხება"
საზოგადოება - 18:18, 19 Mar, 2016     1188
უკანონო თვალთვალის გასაპროტესტებლად დღეს აქცია „ეს შენ გეხება“ თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები თუ ცნობილი სახეები პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის დატერორებას და დაშანტაჯებას აპროტესტებდნენ

„თუ საზოგადოება დაუშვებს, რომ სახელმწიფო მანქანა იყოს გამოყენებული ადამიანის დატერორებისა და საზოგადოების შანტაჟისთვის, ვერავის ექნება გარანტია, რომ მისი უფლება იქნება დაცული“ - განაცხადა აქცია-მსვლელობის დროს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა.

„აქ შეკრებილი საზოგადოება ვაცხადებთ, რომ არავის პირადი ცხოვრება არ გვაინტერესებს და ამ ვიდეოს გამავრცელებლებს ვეუბნებით, რამდენიც არ უნდა გაავრცელონ, ვერავის ვერ შეაშინებთ და დააშანტაჟებთ“ - აღნიშნა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა, ნინო ლომჯარიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით ამ აქციით საზოგადოებამ იმ ადამიანებს, ვინც პირადი ცხოვრების კადრები გადაიღო და გაავრცელა აჩვენა, რომ მათ მიზანს, საზოგადოების დაშინებას ვერ მიაღწიეს.

„ჩვენ ნამდვილად არ გვეხება სხვისი პირადი ცხოვრება. ჩვენ გვინდა ვუთხრათ იმ ჯგუფს ვინც ეს ყველაფერი გააკეთა, რომ ისინი თავის მიზანს ვერ მიაღწევენ. დღევანდელი აქციის მიზანი არის ის რომ მოვითხოვოთ პირველი- ჩატარდეს გამოძიება უკვე მომხდარ ფაქტებზე, ამ გამოძიებაში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები, შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანო რომელიც სამართალდამცავი ორგანოების დანაშულს გამოიძიებს და მეოთხე, გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ უკანონო მოსმენები და თვალთვალი აღარ მოხდეს“- განაცხადა გიგაურმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42