„მაესტროს“ თანამშრომლების მორიგი საგანგებო განცხადება
საზოგადოება - 20:24, 18 Mar, 2016     2083

ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლები კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ტელეკომპანიის სრული კოლექტივი მოდავე მხარეებს 5-პუნქტიან წინადადაებას სთავაზობენ:

„ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ეს პირდაპირ აისახება არხის იმიჯზე და მუშაობის ხარისხზე. სამწუხაროდ, რამდენიმე დღეა ლოგოსა და სახელის გარეშე ვმაუწყებლობთ და ვერ ვახდენთ ჩვენი პროდუქტის იდენტიფიცირებას. იმისათვის, რომ დუღილის ტემპერატურა არ გადასცდეს დაშვებულ ნორმას და პროცესი არ გახდეს შეუქცევადი, საინფორმაციო სამსახურის, ყველა ტელეპროექტის ("ბიზნეს კონტაქტი"; "საქმიანი დილა"; "ფაქტორი"; "1 წუთი"; "SWOT ანალიზი") ტექნიკური პერსონალის, გახმოვანების, პროგრამების, დაცვის სამსახურების თანამშრომლების სახელით მხარეებს გთავაზობთ 5-პუნქტიან წინადადებას. შეთანხმების შემთხვევაში, ვფიქრობთ, არხს დაუბრუნდება სახე და სახელი, რაც ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარის ინტერესშია.

1. ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი

2. ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია და პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი შეთანხმების საფუძველზე.

3. ტელეკომპანიის მიმდინარე საქმიანობაში არ ჩაერიოს არც ყოფილი, არც ახლანდელი დირექტორი, არც დამფუძნებლები

4. უახლოეს დღეებში დაიფაროს მიმდინარე სახელფასო დავალიანება. ჩვენ უზრუნველვყოფთ უწყვეტ ეთერს, თქვენ უზრუნველყავით უწყვეტი დაფინანსება.

5. მოლაპარაკების პერიოდში მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისაგან",-ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42