STOP უკანონო ჯარიმებს და ავტომობილის საჭის გარჩევას! - ხვალ ავტოკლუბები და უკანონოდ დაჯარიმებული მძღოლები აქციას გამართავენ
საზოგადოება - 20:13, 18 Mar, 2016     3391
ხვალ, 19 მარტს 14:00 საათზე აქცია მსვლელობას გამართავენ ავტოკლუბები და უკანონოდ დაჯარიმებული მძღოლები, რომელთაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტიორი კომპანიები შეუერთდებიან.

შეკრება 14:00 საათზე დაიწყება, დიღომში, ოლიმპიური სტადიონების პარკინგიდან, საიდანაც იგეგმება მსვლელობა 15:00 საათზე და დასრულდება 16:00 საათზე შსს წინ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ შსს-ს გადაწყვეტილებას მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ.

„აღნიშნული ფაქტი არის უსამართლობა, ამ გადაწყვეტილებით იზღუდება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება - არჩევანის თავისუფლება, ასევე არ არის გათვალისწინებული იმპორტიორთა ინტერესები. ხელისუფლების გადაწყვეტილება ბიზნესს დიდ დარტყმას აყენებს“ - თვლიან აქციის მონაწილეები.

აქციაზე ასევე გაპროტესტდება 200 ლარით მძღოლთა უკანონოდ დაჯარიმება. როგორც ცნობილია შსს-მ აამოქმედა სადამსჯელო ღონისძიებები. აღნიშნული ჯარიმა, კანონის თანახმად, ეხება მძღოლს, რომელიც არასწორი პარკირების ადგილზე აჩერებს ავტომობილს და იწვევს საცობის შექმნას და არა ნებისმიერ შემთხვევას, როგორც დღეს ხდება.

აქციის მონაწილეები მოგმართავთ მედია საშუალებებს: გთხოვთ მობრძანდეთ აქცია-მსვლელობის საწყის პუნქტთან (დიღომში, ოლიმპიური სტადიონების პარკინგი). არსებობს საშიშროება ძალოვანმა სტრუქტურებმა ხელი შეუშალონ, შეაფერხონ მსვლელობა. თქვენი გამოჩენა ჩვენი სიმშვიდის გარანტია. აქცია იქნება მშვიდობიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42