,,უნდა ვეცადოთ, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს მეგობრული და ბოლომდე ადაპტირებული გარემო შევუქმნათ მათ” - მაკა ჩიჩუა
საზოგადოება - 20:03, 18 Mar, 2016     1786
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა კონფერენციას „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა გამოწვევები დღევანდელ საქართველოში“ დაესწრო და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე ბავშვებისათვის ინკლუზიური გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„დღევანდელ კონფერენციაზე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დაისვა, როგორიც არის განათლებისა და ჯანდაცვის სისტემები. როგორ უნდა მოვუაროთ განსაკურთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს, როგორ დავუჭიროთ მხარი მათ ინტეგრირებას გარემოსთან. წლევანდელი სლოგანია “ჩემი მეგობრები- ჩემი გარემოა“ , აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ მეგობრული, კეთილი და ბოლომდე ადაპტირებული გარემო შევუქმნათ მათ. ასევე ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს სახელმწიფომ, რომელსაც გააჩნია რესურსი და შესაძლებლობები, იმისთვის, რომ ამ სფეროში წამოწყებული ინიციატივები ბოლომდე მივიყვანოთ. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წლებთან შედარებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით,“- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ჯანმრთელობის დაცვის და განათლების საკითხებზე, ოჯახსა და საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრების მნიშვნელობაზე. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც შეაფასა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლების სამინისტროს, ასევე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42