ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორმა, სპარტაკ გოგიტიძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს სასამართლო პროცესი მოუგო.
გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე დღეს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი ზვიადაძემ გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა განათლების მინისტრის ბრძანება გოგიტიძის გადაყენებასთან დაკავშირებით და მინისტრსავე დაევალა გოგიტიძის თანამდებობაზე აღდგენა.
განათლების მინისტრმა, სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გასული წლის მიწურულს, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე დაითხოვა.
გოგიტიძემ მინისტრის ბრძანება ოზურგეთის სასამართლოში გაასაჩივრა.
სასამართლო დავა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სამინისტროს დაეკისრა ასევე სახელფასო სარგოს ანაზღაურება.
ჯერჯერობით უცნობია სამინისტრო გაასაჩივრებს თუ არა ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
"გურიის მოამბე" განათლების სამინსიტროდან კომენტარს მიღებისთანავე მოგაწვდით.
მასალის გამოყენების პირობები






