მათ ერთგვაი აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და აქციაზე პირაკრულები მივიდნენ.
ჟურნალისტები მოითხოვენ ყველა მხარემ, დაიცვას ის ვალდებულებები, რაც თანამშრომლების წინაშე აკისრიათ, მათ შორის, ფინანსურიც.
აქციაზე იმყოფებოდა შპს სტუდია მაესტროს ყოფილი გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძეც.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში შავზე თეთრის მტკიცება ისევ დაიწყო.
"სამწუხაროდ ისტორია რადგანაც მეორდება, კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ის, რომ არის ყველანაირი მცდელობა, პირველ რიგში ამ შენობიდან, ამ შენობაში მომუშავე მოსამართლეების მხრიდან, პირი აუკრან ჟურნალისტებს და პირველ რიგში, ამას ვაკისრებ ლაშა ქოჩიაშვილს. მე მათ შევთავაზე, რომ თუ ისინი მონებად არ იქცევიან ოცდამეერთე საუკუნეში კარგი იქნება და თუ რამე პრობლემა აქვთ, ჩვენვე დაუდგებით მხარში ჟურნალისტები. ვაპროტესტებ იმას, რომ ამ ქვეყანაში შავზე თეთრის მტკიცება ისევ დაიწყო. ამას არ ველოდი და ძალიან ვწუხვარ"- განაცხადა ბაია გადაბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






