"კანონიერმა ქურდმა" 45 წლის გიორგი ვიბლიანმა (გიგა ტბილისსკი) იტალიაში გამართულ "სხოდკაზე" თავისი ტიტული დაკარგა. მის წინააღმდეგ მთავარი ბრალდება ფინანსური არაკეთილსინდისიერება იყო, რასაც ქურდულ ჟარგონზე "კრისობას" ეძახიან.
როგორც "პრაიმკრაიმი" იტყობინება, მას ბრალდება თბილისელმა 39 წლის კაკო ლანდიამ წაუყენა. როგორც ცნობილი გახდა, გიგამ მიითვისა ერთერთი კომერსანტისგან აღებული ფული, რომელსაც პრობლემების მოგვარებაში არამარტო ის, არამედ სხვა ქურდებიც ეხმარებოდნენ. კაკოს მიერ მოწვეულ შეკრებაზე მყოფებს აღარ დარჩენიათ არანაირი ეჭვი გიგას დანაშაულში და მის დაცვაზე თვით მისმა "ნათლიებმა" დათო სვანმა და ლევან პუჭურამაც კი თქვეს უარი.
მას შემდეგ, რაც კაკო ლანდია უფრო და უფრო იხვეჭდა ავტორიტეტს ქურდულ სამყაროში, ბევრი წინასწარმეტყველებდა, რომ ვიბლიანის მზე მალე ჩაესვენებოდა. გიგას სხვა დანაშაულიც მიუძღვოდა - მან მონაწილეობა მიიღო თბილისის N7 საპყრობილეში გია ქართველიშვილის კოლექტიურ ცემაში, რაშიც, მათ როგორც აცხადებენ ციხის ადმინისტრაცია დაეხმარათ. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ გიგამ ერთერთერთი ქურდული კლანის მხარე დაიჭირა და ყოველთვის იდგა ოპონენტების მხრიდან დარტყმის საფრთხის წინაშე...
მასალის გამოყენების პირობები