„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ხვალინდელი მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. აქციის ფარგლებში კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ფარულ მიყურადებას და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული-ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტს.
სამოქალაქო სექტორი დღეს პრემიერ მინისტრს შეხვდება. მესამე სექტორი აღნიშნული კანონდარღვევის სასწრაფო გამოძიებას მოითხოვს. კვირიკაშვილთან შეხვედრამდე ისინი ჟურნალისტებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
მათი თქმით კამპანია „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ ფართოვდება.
„სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს ჩვენი პირადი სივრცის ხელშეუხებლობას და ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი, პრემიერთან შეხვედრაზე უნდა მოვისმინოთ რა სტრატეგიული ხედვა აქვს ჩვენს მთავრობას და მის მეთაურს. თუ როგორ ხედავს იგი ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლის გეგმას. რამდენად გეგმავს მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები და როგორი საგამოძიებო მექანიზმი უნდა შემოიღოს ამ დანაშაულის გამოსაძიებლად“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






