თიბისი გალერეაში ახალგაზრდა დიზაინერების არტ-პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 10:28, 18 Mar, 2016     1297
თიბისი გალერეამ ორი ახალგაზრდა დიზაინერის ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაციას უმასპინძლა.

სოფიო სოროზნიშვილისა და ნუცა ხიზანიშვილის მიერ შექმნილი ბრენდის „Integral“-ის კოლექცია ათმა არტისტმა ორიგინალური პერფორმანსის სახით წარმოადგინა, რომელიც ხის კონსტრუქციასა და თაბაშირისგან შესრულებულ სკულპტურებს აერთიანებდა. ქანდაკებები განასახიერებდნენპერსონაჟებს, რომელთა ვიზუალი დროსა და სივრცეში მუდმივად იცვლება. ახალგაზრდა დიზაინერების გამოფენის კონცეფციაც ესაა - ადამიანი, რომელიც დროსა და სივრცეში ცვალებადია და მას პერიოდულად სხვადასხვა „როლის“ მორგება უწევს.

გამოფენის მსვლელობისას დამთვალიერებლებმა კოლექციის კონცეფციაზე შექმნილი ფილმიც იხილეს, რომლის რეჟისორები კატალინა ბაქრაძე, ანა სარუხანოვა, ხოლო ოპერატორი-ლევან მაისურაძე არიან.

პრეზენტაციაზე დამთავლიერებელს ვიდეო-არტის სახით წარმოდგენილი გოგლიკო ფიფიას ფოტოსესიისა და ახალგაზრდა ხელოვანის თინა მაყაშვილის მიერ შექმნილ ვიდეო-არტის ნახვაც შეეძლო.

„Integral“-ის გამოფენა ერთ-ერთია იმ ღონისძიებათაგან, რომელსაც თიბისი ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. გალერეა რეგულარულად ეთმობა ახალგაზრდა, ნიჭიერ ხელოვანებს სხვადასხვა სფეროდან, რათა მათთვის ხელმისაწვდომი იყოს საჯარო სივრცე, სადაც ისინი საკუთარ შემოქმედებას ფართო საზოგადოებას წარუდგენენ.

გამოფენას თიბისი გალერეა ერთი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42