„მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის საგანგებო განცხადება
საზოგადოება - 18:47, 17 Mar, 2016     2322

„მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ეკა აკობიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკების რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდა. აკობიას განცხადებით მხოლოდ ეს არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან:

„მე ვარ „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დამფუძნებელი, რომელმაც 21 წლის წინ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე ბრენდი „მაესტრო“, სტუდია „მაესტრო“, ტელეკომპანია „მესტრო“ და ვიზრუნე იმისთვის, რომ ამ ტელეკომპანიას შექმნოდა იმიჯი, რამდენიმე წლის შემდეგ ტელეკომპანია „მაესტრო“ იქცა ნდობის რეიტინგით პირველ ტელეკომპანიად. ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს იმიჯი საგრძნობლად დააზიანა.

დღეს დადგა დრო, რომ მხარეებმა რომლებიც მონაწილეობენ დავაში, რომლებიც მაესტროს იმიჯს ბღალავენ, შეურაცხყოფენ, დასვან წერტილი. უკვე დადგა დრო, რომ მედია მფლობელებმა გაიხსენონ, მედია არ არის ჩხუბის ტირაჟირების ადგილი. ჩვენგან მაყურებელი ელის დაბალანსებულ ინფორმაციას, ეს არ არის მფლობელთა ჩხუბის პოლიგონი.

მე ვთავაზობ ორივე მხარეს და არ წარმოვადგენ არცერთ მხარეს, ამ დავაში ნეიტრალური ადგილი მიჭირავს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დროა ყველანაირი კონფლიქტი გადაიტანონ კაბინეტურ სიტუაციაში და არ გამოიტანონ ცისფერ ეკრანებზე.

ვიღებ ვალდებულებას და ამას შევასრულებ, ორივე მხარეს დაველაპარაკო, რომ ისინი დასხდნენ მოსალაპარაკებლად, მისცენ თანამშრომლებს, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს საშუალება, რომ მათ იმუშაონ ჯანსაღ, ნორმალურ გარემოში. ყველამ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და თანამშრომლებს მოექცნენ როგორც ნამდვილ ადამიანებს და არა ხორცს, რომელსაც იყენებენ. ჩემი აზრით ეს არის ბოლო შანსი და გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რომელიც დღეს ტელეკომპანიაში არსებობს. ვერცერთი მხარე ბრძოლას ვერ მოიგებს ეს არის გზა არსაით. დასრულდეს ეს გაუთავებელი ჩხუბი და გადავიდეს მშვიდ მოლაპარაკებების რეჟიმში, მხოლოდ ეს გადაარჩენს ტელეკომპანია „მაესტროს“, სხვა შემთხვევაში ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ მფლობელები“, - განაცხადა ეკა აკობიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42