„მაესტროს“ თანამშრომლები ბაია გადაბაძეს ზეწოლაში ადანაშაულებენ
საზოგადოება - 18:30, 17 Mar, 2016     3794

ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ბაია გადაბაძეს ზეწოლაში ადანაშაულებენ:

"მივმართავთ შპს "სტუდია მაესტრო"-ს დირექტორს, დამფუძნებლებს - მამუკა ღლონტს, ეკა აკობიას, გია გაჩეჩილაძეს, მაკა ასათიანს, საქართველოში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ადამიანის უფლებათა და დასაქმებულთა შრომის დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ, შპს "სტუდია მაესტრო"-ს თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინიდისიერად ვასრულებდით ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ ვერეოდით პარტნიორებს შორის მიმდინარე დავაში, რომელიც, ჩვენი აზრით, არ უნდა ეხებოდეს თანამშრომლებს. შექმნილ სიტუაციაში ჩვენთვის მორალურად და ფსიქოლოგიურად ისედაც მძიმეა დაკისრებული მოვალეობის შესრულება. ბოლო ერთი კვირაა კომპანიის ყოფილი დირექტორის, ეთერ გადაბაძის მხრიდან გახშირდა ჩვენზე თავდასხმები და საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. ის თავისი შეხედულების საფუძველზე განსაზღვრავს თანამშრომლებიდან ვინ უნდა დაუშვას მაესტროს შენობაში და ვინ არა, თანამშრომლების ნაწილს აიძულებს დაწეროს განცხადება მაესტროდან წასვლაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეთერ გადაბაძე მათ უკრძალავს შენობაში შესვლას. სამწუხაროდ, იყო არაერთი ფაქტიც თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფის, რომლებმაც უარი თქვეს "მაესტროდან" გადასვლაზე. გარდა ამისა, ეთერ გადაბაძე ჩვენი, როგორც თანამშრომლების სახელს უსაფუძვლოდ იყენებს საჯარო განცხადებების გაკეთებისას. აღნიშნული ქმედებებით ეთერ გადაბაძემ გაყო თანამშრომლები ორ ნაწილად და ერთმანეთს დააპირისპირა. ვფიქრობთ, რომ ეთერ გადაბაძე აღნიშნული ქმედებებით ცდილობს შეაფერხოს შპს "სტუდია მაესტრო"-ს ტელემაუწყებლობა. მოგიწოდებთ, შეისწავლოთ შპს "სტუდია მაესტროს" თანამშრომლების უფლებების დარღვევის და ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი შრომითი უფლებები დაცული იქნება, მაესტრო მომავალშიც გააგრძელებს შეუფერხებელ მაუწყებლობას, ხოლო პარტნიორებს შორის არსებული დავები არ შეგვეხება თანამშრომლებს",- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42