ჩემპიონთა ლიგაზე რვა მეოთხედფინალისტი გუნდის ვინაობა ცნობილია. ბოლო ორი მატჩი გუშინ გაიმართა.
კატალონიურმა „ბარსელონამ“ 1/4 ფინალის საგზური ფაქტობრივად სამი კვირის წინ ლონდონში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, როდესაც მასპინძელი „არსენალი“ ლიონელ მესის ორი გოლით 2:0 დაამარცხა. განმეორებით მატჩი კვლავ ბარსელონას გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში ნეიმარმა მე-18 წუთზე გახსნა, რასაც მოჰამედ ელ ნენის საპასუხო გოლი მოჰყვა. ბარსელონა დააწინაურა ლუის სუარესმა . შეხვედრაში საბოლოო გოლი კი ლიონელ მესიმ გაიტანა. ბარსელონამ არსენალი 3:1 დაამარცხა.
გაცილებით დაძაბული შეხვედრა შედგა მიუნხენის „ალიანც არენაზე“, სადაც "ბაიერნმა" ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა. მატჩი იტალიელების უპირატესობით დაიწყო - მეხუთე წუთზე „ბაიერნის“ მეკარისა და დაცვის დაბნეულობით პოლ პოგბამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა, რასაც მალევე მეორე გოლი მოჰყვა გერმანელების კარში - ხუან კუადრადომ 28-ე წუთზე ბაიერნის კარი დაიპყრო.
გერმანელებმა, 73-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკის თაური დარტმით სხვაობა შეამცირეს, მოგვიანებით კი თომას მიულერის თაური გოლით ანგარიში გაათანაბრეს. შეხვედრას დამატებით დროში მოჰყვა, რადგან გუნდებს შორის გამართული ორივე მატჩი 2:2 დასრულდა. გერმანიის ჩემპიონმა კი დამატებით ტაიმში "ბებერ ქალბატონს" კიდევ 2 გოლი გაუტანა. მატჩი 4:2 - ბაიერნის გამარჯვებით დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები