კარლო ლუკელი: 4 უმაღლესი განათლება მაქვს და არც ერთი არ არის ახლოს ხელოვნებასთან. ბავშვობიდან გამოვირჩეოდი განსხვავებული გემოვნებით. საკუთარ თავზე საუბარი არც მაშინ მიყვარდა და არც ახლა მიყვარს. ამიტომ ეს ინტერვიუც პირველია ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის გავურბოდი ჟურნალისტებს. ამით დაკავებული იყვნენ ჩემი ასისტენტები. ამ შემთხვევაშიც ძალიან მოკლედ უნდა შემოფარგლულიყო ინფორმაცია.
- რამდენი წელია რაც საქართველოდან წახვედით?
- მეუღლესთან დაშორების შემდეგ დეპრესია მქონდა. საქართველო 2010 წელს დავტოვე და ანტალიაში მყოფმა სრულიად შემთხვევით დავიწყე ფიქრი სამკაულებზე. ავიღე ფანქარი და ხატვა დავიწყე, რომელიც დღემდე არ მეხერხება. ანტალიიდან სტამბოლში გადავედი. თავიდან ერთ სახელოსნოში დავიწყე მუშაობა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ უკვე ჩემი სახელოსნოც გავაკეთე. დავიწყე მუშაობა და გამოვუშვი პირველი ხაზი. ბავშვობიდან მიყვარს ანტიკვარული ნივთები და პირველი კოლექციაც ზუსტად ანტიკვარული სტილის მოდელები მქონდა. 2011 წლიდან საცხოვრებლად გადავედი შვედეთს სამეფოში და ზუსტად იმ დროს დიდი ინტერესი გამოიწვია ხელოვნურმა შუშამ. ჩემი იტალიელი მეგობრების დახმარებით 2012 წელს მოვხვდი სიცილიაში, სადაც სრულყოფილად შევისწავლე შუშის ტექნოლოგია. 2013 წელს გავხსენი სახელოსნო, სადაც დღემდე ვმუშაობ ხელოვნური შუშის დიზაინზე და შექმნაზე. ჩემს ხელოვნურ შუშებში გამოიყენება მურანო, ვერცხლი, ვენეციური, იტალიური, ბრაზილიური, მალორკის, შრილანკის ხელოვნური შუშები. ვერცხლი. ასევე ოკეანის შუშები, გახლავთ ხშირ შემთხვევაში ვერცხლში ან ოქროში. გამოიყენება ასევე სვაროვსკის შუშებიც. სხვათა შორის ბრაზილიური და შრილანკის ხელოვნურ შუშას მხოლოდ მე ვიყენებ მსოფლიოში.
ეს მოდელი საჩუქრად გადავეცი სამეფო კარს. ეს ვინტაჟის მოდელები სხვადასხვა წლებში ამშვენებდა ქალბატონებს კანის ფესტივალზე და ასევე ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე.
- კონკრეტულად ვის ამშვენებდა?
- მაგას უკვე ვერ გეტყვით... ბევრ ცნობილ ადამიანს ამშვენებს, მაგრამ ამის შესახებ არ მიყვარს ლაპარაკი. რატომღაც მიმაჩნია რომ ამპარტავნობაა და არ ვიძახი ამის შესახებ კონკრეტულად. ასეთი უცნაური ვარ... ამ ბოლო პერიოდში გაიგეს ჩემმა ახლობლებმა რომ მე სამკაულებზე ვმუშაობ. არ მიყვარს ლაპარაკი საერთოდ.
- როგორც ვიცი, პირველად თქვენ გამოიყენეთ ხელოვნურ შუშაში ბრილიანტი.
- 2013 წლიდან ვმუშაობდი ახალ ტექნოლოგიაზე, რომელიც რამოდენიმე თვის წინ დავასრულე და მსოფლიოში პირველად გამოიყენება ხელოვნური შუშებში ბრილიანტი, რომელსაც საზოგადოება ჩემს გამოფენაზე იხილავს 7 მაისს თბილისში, თუმანიშვილის თეატრში. ეს იქნება გრანდიოზული, ძალიან დიდი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება 500-მდე სამკაული.
- რა ფასად შეუძლია მსურველს თქვენი სამკაულის შეძენა? გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ექსკლუზიური მოდელია.
- ჩემს სამკაულებში გამოიყენება ვერცხლი და ასევე მოოქროვილი ვერცხლი. სამკაულები ძალიან ძვირადღირებულია. ფასები 240 ევროდან იწყება, თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოში, როგორც ჩემს სამშობლოში, სამკაულები საკმაოდ იაფად გაიყიდება, ფასები 100 დოლარიდან დაიწყება. ვფიქრობ ასეთი ფასები მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის. მე მხოლოდ ექსკლუზიურ ნიმუშებზე ვმუშაობ და არც ერთი არასდროს არ მეორდება. აი ეს არის მთავარი.
- რას შესთავაზებთ გამოფენაზე მოსულ სტუმრებს?
- საზოგადოებას შევთავაზებ სამკაულებს ჩემი ხელოვნური შუშებით და მარგალიტებით. ასევე იქნება დეტალები როგორც ვერცხლი, ასევე ვერცხლი მოოქროვილი.
- მხოლოდ მანდილოსნებისთვის არის თქვენი სამკაულები?
- კი, მხოლოდ მანდილოსნებისთვის.
- ამჟამად სად ცხოვრობთ?
- 2011 წლიდან დღემდე შვედეთის სამეფოში ვცხოვრობ, ქალაქ სტოკჰოლმში.
- 14 მაისს თბილისში გაიმართება თქვენი სამკაულების გამოფენა. კიდევ სად გაქვთ მოწყობილი გამოფენა მანამდე?
- გამოფენა მქონდა სიცილიაში, მალორკაზე, იბიცაზე და შვედეთში. რაც შეეხება საქართველოს, მინდა ძალიან კარგი გამოვიდეს. ყველა დეტალს ორგანიზებას გაუწევს ჩემი თანადიზაინერი მაია ასათიანი.
მინდა გითხრათ, რომ ამ დროის განმავლობაში იყო პრობლემები, დაბრკოლებები და წინააღმდეგობები დღემდე გრძელდება. გამომდინარე რომ არის რამდენიმე ქვეყანა, რომელშიც დადარაჯერებული არიან დიზაინის მოსაპარად (ფოტოები), თუმცა თავს იმით ვიწყნარებ, რომ იმ ხარისხის სამკაულს მაინც ვერ შექმნიან რასაც მე ვქმნი. მსოფლიოში უამრავი სახელოსნოა, მაგრამ მხოლოდ 10 მათგანია სადაც იქმნება მაღალი ხარისხის შუშის ქვები. სამკაულის შუშებს რომელსაც მე ვქმნი საკმაოდ ძვირადღირებულია. თითო ქვის ფასი 5-დან 50 ევრომდეა. ნამდვილად არ ვაპირებდი ჯერ თბილისში გამოფენის ჩატარებას, მაგრამ ინტერესი იყო ძალიან დიდი საზოგადოების მხრიდან და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე. მინდა საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ნახოს, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი სამკაული.
მასალის გამოყენების პირობები