განო მელითაური: თითქოს 11 აპრილს დამთავრდა ერთი განო - თავისი ოცნებებით, შეხედულებებით, სამყაროს აღქმით. ყველაფერმა ერთდროულად დაიწყო ნგრევა და ყველაფერი ერთდროულად დამთავრდა. ერთ დღეს სულ სხვა განომ გაიღვიძა... მახსოვს, ორსულმა ფეხით მოვიარე ის ადგილები, სადაც ერთად დავდიოდით, მის საფლავზეც ავედი. სახლში დაბრუნებულმა სარკეში რომ ჩავიხედე, ჩემი
თავი პირველად მაშინ დავინახე. კარგად რომ დავაკვირდი, სარკეში კოტე დავინახე, მას ყველაზე ძალიან უნდა კარგად ვიყო და მან ზუსტად იცის, რომ ღირსეულად გავივლი დარჩენილ გზას...
ამ ორსულობაზე აბორტზე ორჯერ გამიშვეს, გვეუბნებოდნენ, ცოცხალი არ არისო. მისი დაბადება მართლა სასწაული იყო, რადგან ორჯერ ჩვენი ფეხით მივედით აბორტზე და აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო. ამ ბავშვის შენარჩუნება მართლა კოტეს დამსახურებაა. აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო. ჩემს შვილებს უბედური დედა არ სჭირდებათ. მათ ბედნიერი, მხიარული, დადებითი ენერგიით დამუხტული დედა სჭირდებათ.
წყარო: ჟურნალი „სარკე“
მასალის გამოყენების პირობები






