ცხრა ბავშვს თქვენი დახმარება სჭირდება!
საზოგადოება - 11:43, 17 Mar, 2016     1957
თბილისში, გლდანში, ნაქირავებ ერთ ოთახიან ბინაში 11 ადამიანი ცხოვრობს. ოთახში ორი საწოლი და დივანია, იატაკზე ერთი ლეიბი დევს. პატარა ოთახში, პატარა მაგიდაცაა, რომელზეც ოჯახის თერთმეტივე წევრი რიგ–რიგობით სადილობს. სადილი დღეში ერთხელ სოციალურად დაუცველთა სასადილოდან მოაქვთ. რძის პროდუქტი, ხორცი და ხილი ბავშვებს დიდი ხანია არც კი უნახავთ.

ასეთ მძიმე მდგომარეობაში უხდება ცხოვრება მირიანის და ნინოს ოჯახს, სადაც 9 ბავშვი იზრდება მაგრამ მათ მკაცრად ნუ განსჯით. შვილის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, იმდენი შვილი გაეჩინათ, რამდენსაც ღმერთი მისცემდა.

მართლაც, მათ არაჩვეულებრივი შვილები ჰყავთ. ერთი მეორეზე უკეთესები, ლამაზები და ჭკვიანები. უფროსები – გიორგი, ნათია და ვერიკო მშობლებს პატარა და–ძმების აღზრდაში ეხმარებიან. საბა შვიდი წლისაა, ის ყველაზე დამჯერი და ცნობისმოყვარეა. სკოლაში სულ ათიანებზე სწავლობს! მოუსვენარი ლიზი – ხუთი წლისაა, ყველაზე კეთილი მარიამი – ოთხის, უშიშარი ნიკოლოზი – სამის, ბარბარე, რომელსაც ოჯახში სიყვარულით „პრინცესა ბარბის“ ეძახიან – ორი წლისაა. ოჯახის ყველაზე პატარა და მთავარი წევრი ჭიჭიკოა. ორ კვირაში იგი ერთი წლის გახდება. მაგრამ ამ განსაკუთრებული დღის აღნიშვნას ოჯახი ვერ შეძლებს. მშობლებს ახლა მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვთ – როგორ გამოკვებონ ბავშვები და როგორ გადარჩნენ.

ბავშვების მამა, მირიანი მუშაობდა და შვილებს საკვებით და სითბოთი უზრუნველყოფდა. რამოდენიმე დღის წინ, კი მან უბედური შემთხვევის შედეგად მძიმე ტრავმა მიიღო, ფეხი სამ ადგილას აქვს მოტეხილი. ახლა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი უმოძრაოდ წევს. ექიმების თქმით, კიდევ რამდენიმე თვე საწოლიდან ვერ წამოდგება და მითუმეტეს ვერ იმუშავებს! მირიანი აუტანელი ტკივილებისგან იტანჯება, მაგრამ ტკივილგამაყუჩებლებს არ იღებს... მან იცის, თუ მისთვის წამლებს იყიდიან, ბავშვები შეიძლება პურის გარეშე დარჩნენ!

„არასდროს ვითხოვდი დახმარებას!“ – ამბობს მირიანი, – „ვიცხოვრებდი ისე, როგორც აქამდე ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა, ნამდვილად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მეშინია, რომ ჩემს შვილებს ხვალ საჭმელი არ ექნებათ... ამიტომ ვთხოვ, ყველა გულისხმიერ ადამიანს, ყველა კეთილ ადამიანს, ყველა მშობელს, დაეხმარეთ ჩემს შვილებს!“

ახლა ჩვენს ხელშია ცხრა ბავშვის ბედი! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მათი დახმარება!

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, ჩიკვაიძეების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. ძალიან გთხოვთ ყველას, არ დარჩეთ გულგრილი მათ მიმართ. თქვენი ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო დახმარებაც კი, ამ ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. თუ გაქვთ საშუალება ამ ოჯახს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ფონდის ანგარიშის ნომერზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჩიკვაიძეების ოჯახი) ან ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/122

თქვენ თუ ვერ შეძლებთ დახმარებას, გააზიარეთ ეს ამბავი, იქნებ მან თავისი ადრესატი იპოვოს.

მასალის გამოყენების პირობები

არსებული მასალის გამოყენება სხვა ბეჭდვით, ინტერნეტ, ტელე-რადიო თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებში დასაშვებია პირველადი წყაროს (https://fsp.ge/ge/projects/) აუცილებელი და ზუსტი მითითებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42