უკანასკნელ დღეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების ინტერნეტ სივრცეში გავრცელელების ფაქტის გამო, შეიქმნა ქართველ ჰაკერთა ჯგუფი, რომელსაც Umbrella უწოდეს, ისინი მოქალაქეებს პირადი სივრცის დაცვას ჰპირდებიან:
„მოგესალმებით ძვირფასო ინტერნეტ მომხმარებლებო
ჩვენი გუნდი, რომელშიც ათამდე მოხალისე და რამდენიმე მცოდნე (ჰაკერი) - ია გაწევრიანებული და რომელსაც სიმბოლურად Umbrella დავარქვით, მზად არის თქვენს სამსახურში ჩადგეს, 24 საათის განმავლობაში და სრულიად უანგაროდ.
Umbrella-ს შექმნის იდეა ეკუთვნის მოხალისეებსა და ჰაკერებს, რომლებმაც სამართლიანობისთვის ბრძოლა გადაწყვიტეს. ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დავინახეთ მსგავსი პლათფორმის არსებობის საჭიროება და ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ყველა იმ საკითხში, რაც ინტერნეტსა და თქვენი უსაფრთხოების დაცვას ეხება.
ჩვენ მოგცემთ რჩევებს და გასწავლით, თუ როგორ უნდა აიცილოთ თავიდან კიბერ პრობლემები, ჩვენ მაქსიმალურად დაგეხმარებით დაიცვათ თქვენი პირადი ცხოვრება, დაიცვათ თქვენი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, პირადი მიმოწერები თუ ნებისმიერი სხვა დეტალი გასაჯაროებისგან!
გავცემთ პასუხს ნებისმიერ შეკითხვას და მოგცემთ რჩევებს სოციალურ ქსელებში თქვენი პირადი სივრცის დასაცავად. Umbrella და მასში გაერთიანებული მოხალისეები და ჰაკერები კატეგორიულად ვგმობთ იმ ფაქტებს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ფაილებისა თუ პირადი მიმოწერის გასაჯაროებას ეხება და დავდგებით ჩვენი საზოგადოების სიმშვიდის სადარაჯოზე, სანამ ეს პრობლემა ქვეყანაში სრულად ამოიწურება.
მასალის გამოყენების პირობები






